კახა კაჭარავა: მიზანია შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
19 ივლისს, 21:00 საათზე, თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "დუნაისკა სტრედა" დაუპირისპირდებიან.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეხვედრის შესახებ  პრესკონეფერენციაზე ისაუბრა:

- ვიმედოვნებ, რომ ხვალ ბევრი მაყურებელი იქნება მოედანზე, რადგან ფეხბურთელებისთვის ეს მნიშვნელოვანია.

გუნდი ჩვეულებრივად ემზადება. არის მცირე მიკროტრავმები, თუმცა, საერთო ჯამში, მომზადებით კმაყოფილი ვარ.

ამ თამაშისთვის ჩვენი მიდგომა გვაქვს. ისე ვერ ვიზამთ, რომ თავქუდმოგლეჯილები წავიდეთ შეტევაში ან დავრჩეთ დაცვაში. ჩვენი მიზანი არის შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამისთვის
ყველაფერს გავაკეთებთ.

წინა მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, ჩვენ დავკარგეთ კონცენტრაცია რიგ მომენტებში და დავუშვით შეცდომები. ვმუშაობთ შეცდომების გამოსასწორებლად და ხვალ შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ სტანდარტულ მდგომარეობას და თითოეული მომენტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ახალი მეკარე სტეფან სიკაჩი გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი კვირაა და ამ პერიოდში შეთამაშება მარტივი არ არის. ვინ იქნება ხვალ კარში, ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ბაქარ ქარდავას, 90 წუთის სათამაშოდ მზად რომ იყოს, აუცილებლად დავაყენებდი. ეროვნულ ლიგაში ის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია, რომელმაც ბურთის ართმევაც იცის და შეტევების წამოწყებაც.

altოთარ კიტეიშვილი: არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვთქვათ, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით

altმოდი "დინამოზე" - "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ხვდება [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუჯა რუხაითი,ივანესიათი,ივანიშვილით და მისთანებით შორს წახვალთ ბიძიკო. ყაზახებს ყავთ ასტანა,მოლდაველებს შერიფი,აზერებს ყარაბახი,ბელარუსებს ბატე. ერთი ასეთი დონის გუნდის ღირსი მაინც არ ვართ ქართველები? ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ხალხი?
kika
12:54 19-07-2018
0
მოედანზე თუ მაყურებელი გამოვიდა კარგად წაგივათ საქმე.სტადიონზე ჯიგო სტადიონზე.
cheroeli
01:46 19-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული