ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩიხურამ" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ბეითარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

alt"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და 62-ე წუთზე ვერედიმ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ჰამზიჩის კარის ცხრიანში გაიტანა. ფრუიძემ უმალ შეცვლები განახორციელა და მოედანზე შესვლისთანავე კაკუბავამ შორიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან დალაშქრა ნიტცანის კარი. 82-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან მარკოზაშვილის დარტყმული ბურთი კაჰილას მოხვდა ხელზე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

ყოჩაღ "ჩიხურას" და მის მწვრთნელს სოსო ფრუიძეს!




altშალომ იერუშალაიმიდან - "ბეითარ ტრამპი" დამარცხებულია, ჯერი "მარიბორზეა"


იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (73). 1:2 (გაბედავა 83, პენ)

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი (ბერიჰონი 78), კაჰილა, პელეგი (ვარენე 58), ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი (კაკუბავა 71), ლექვთაძე (სარდალიშვილი 59), მარკოზაშვილი, ბუღრიძე (კახაბრიშვილი 72), გაბედავა

 

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 10 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

მკითხველის კომენტარები / 36 /
Vulocav chixuras bevrs ar vilapatakeb da vityvi rom soso fruidze nakrebi unda chaibaros imsaxurebs es adamiani imis shans rom dagvanaxos nakrebshi rogor cauva samcrtvnelo saqme vinc metanxmebit like vinca ara imanac like carmatebebi
Emigranti
01:40 20-07-2018
10
თქვენს მონდომებას გაუმარჯოს,ბიჭებო,გილოცავთ და კიდევ ბევრი მომელოცოს! დინამო ტორპედო სამტრედია ფეხბურთს შეეშვით და მუჭურს მიაწექით,ეგ გამოგივათ უკეთესად... მერამდენედ უნდა წააგო,თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს??? არ გამოგდის ეგ ფეხბურთი ალბათ და ხო უნდა მიხვდე?მაგრამ არ გამოსვლაზე კი არაა,უბრალოდ ტიპებმა რაღაც ორი კაპიკი ნახეს,დაითრიეს ბეემვეები და ყრუ,დახამებული ქალები და პონტში არიან,მეტი არ აინტერესებთ არაფერი... გინებაც კი არ მინდა,ისეთი მიწასთან გასწორებულის იმიჯი გაქვთ...
ერეკლე
23:44 19-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული