"ბავშვობაში ყველას აქვს ოცნება. ზოგი NBA-ში მოხვედრაზე ოცნებობს, ზოგი "რეალსა" და "ბარსელონაზე"... რაც იზრდები, ეს ოცნება ან ახლოვდება, ან შორდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მონდომებული ხარ. ვინც შრომას არ დაიზარებს, თავს არ დაზოგავს და სწორი მიმართულებით იმუშავებს, ოცნებას აუცილებლად აიხდენს".
ამ ფოტოზე 11 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა გამოსახული, რომელიც ბარსელონაში, "ნოუ კამპის" პირით ხაზთან დგას... და, ალბათ, "ბარსაში" მოხვედრაზე ოცნებობს.
ახლა ის უკვე 19 წლისაა, დიდებში თამაშობს... მხოლოდ თამაშობს? მისი დამსახურებით ბელგიური
ამას წინათ დაიწერა, რომ ჩაკვეტაძის გადაბირებით დორტმუნდის "ბორუსიაა" დაინტერესებული, ანდორასთან მატჩის წინა დღისით კი ესპანური და ქართული მედია ერთხმად ამბობდნენ - "ბარსელონას" სკაუტები ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად ანდორაში მიდიანო.
ეს ყველაფერი იმ შრომის შედეგია, რაც ფოტოზე მომღიმარმა 11 წლის ბავშვმა მომდევნო 8 წელში გასწია...
"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა
ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს
sport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!
ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო