ანგარიში ვიტ ჯორჯიელებმა სწრაფადვე გახსნეს. მეთორმეტე წუთზე ვეტერინართა კომბინაცია ნიკოლოზ მაისურაძის მიერ გატანილი ბურთით დასრულდა, რომელმაც დავით მუჯირის გადაცემის შემდეგ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო - 1:0. დაპირისპირების 32-ე წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, გოლი შოხან აბზალოვმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, კაისარის კარი 38-ე წუთზე დავით მუჯირმა დალაშქრა - 2:1. ყაზახებმა ანგარიში 43-ე წუთზე კიდევ
საფინალო რეზულტატი 66-ე წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმა გაითამაშეს, კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ქაისარის კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 3:2.
ვიტ ჯორჯია - კაისარი 3:2
გოლები: 1:0 მაისურაძე (12) 1:1 აბზალოვი (32) 2:1 მუჯირი (38) 2:2 ბარსეღიანი (43) 3:2 ვასაძე (66)
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე (ისერგიშვილი 46'), გაფრინდაშვილი (საჯაია 65'), ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი (ვასაძე 46'), ზარიძე (მოსიაშვილი 65'), მუსელიანი, კიკნაველიძე (ჩიტიშვილი 60'), მუჯირი (ღირდალაძე 68'), მაისურაძე (ჩაკვეტაძე 58'), კაკაშვილი (ღუდუშაური 68'), სეხნიაშვილი
კაისარი: გრიგორენკო, ამირსეიტოვი, ბარსეღიანი, გორმანი, ლამანჟე, მაროჩკინი, ტაგიბერგენი, ბეზკატი, სადოვნიჩი, ჯოშუა, მბომბო
witgeorgia.ge