სფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

AutoSharing Option
4 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა, ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ
იმერლიშვილისა
და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა:

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთის" მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

მე-15 ტურში ბოლნისის "სიონსა" და "რუსთავს" შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეული ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე, როგორც ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება "სიონს".

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდელთა ლიგაში "საბურთალოსა" და "ავაზას" მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა "ავაზა" დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, "ავაზას" გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის "ეგრისისა" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო "სამეგრელო" დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

alt"ტვინის შერყევა აქვთ" - საქართველოს ჩემპიონატში ქალმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

alt"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან

alt"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, უმკაცრესი სასჯელი აუცილებელია რომ არავინ მსგავსი საქციელი აღარ გაბედოს!!! თამაშის გაყიდვას არანაირი ახსნა არ აქვს და აქ დამთავრდა ყველაფერი. შეიძლება ციხისთვის ცოდოები იყვნენ, თუ დადასტურდა რომ პირადად ფული არ აიღეს, თუმცა ამ ხალხს ფეხბურთში არაფერი ესაქმება!!
zaza
16:34 06-06-2019
1
საინტერესოა, ახლა რა პოსტს დაწერს ერთ-ერთი ბრალდებულის (ჯონი შეროზიას) მეუღლე?! ახლა ალბათ ფედერაციას გალანძღავს რომელმაც მისი ქმარი "ულუკმაპუროდ" დატოვა :)
მოქალაქე
17:49 06-06-2019
0

სიახლეები პოპულარული