უდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს შეხვდება საქართველოს ჩემპიონი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დამარცხებას შეძლებს, თბილისური კლუბის მეტოქე "დუდელანჟსა" და "ნიომე კალიუს"  შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში  "საბურთალო" ხვალ, 6 აგვისტოს ერევანში "არარატ-არმენიას" შეხვდება.

გუნდებს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 41 /
რა მაინტერესებს იცით.. არ შეიძლება რო თავისუფალი აგენტის სტატუსით რამოდენიმე ლეგიონერი რო დაიმატოს საბურთალომ ? მეკარე ცენტრალური მცველი და 2 შემტევი დახატავდა საბურთალოს !!!
Illo
05 აგვისტო 2019 19:54
1
საბურთალოს წარმატებას ვუსურვებ! ვიცი აუცილებლად მოიგებენ ბიჭები! გაახარეთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც არავიზე ნაკლები ქომაგები არიან, მთავარია თქვენც მოინდომოთ და შედეგიც სახეზე იქნება! დროა უკვე სტადიონები შეავსოთ თქვენი კარგი თამაშებით. ასევე დინამოსაც ვუსურვებ გამარჯვებას!
ნონა
05 აგვისტო 2019 19:49
1
ტრასფერი აუცლბელია იმედია ფულის ჯიბიდან ამოღებენ და რაც ჩაურცხეს არ შეჭამენ ორი ტრასფერი აულებელია მინიმუმ იმიტო რომ ცვლილება გუნდს ფაქტიურად არ აქვს
gio
05 აგვისტო 2019 17:10
0
საბურთალო ითამაშებს ევროპა ლიგის ჯგუფში,ნეტავ დინამპსაც ფეიენოორდი არ შეხვედროდა მესამე ეტაპზე თუმცა მეორე ნომრად დაცვიდან თამაშის ხარჯზე დინამოს აქვს შანსი გადალახოს ეს ბარიერი
ბაჩო
05 აგვისტო 2019 15:51
7
ასევე დავამატებ ძალიან მომწონს კოხრეიძე ლეკვეხელიანი და მალი... ეს სამი მყავს გამორჩეული არცერთი თამაში ჩაუგდიათ.. უბრალოდ მაგათი დონის არცერთი არ არის გუნდში... უაზრო უპასებს აკეთებს ყველა ვერცერთი ვერ იღებს თავის თავზე თამაშს ყველას ეშინია . ამ სამის გარდა ესენი უტევენ მარტო
Illo
05 აგვისტო 2019 16:56
2
თბილისში დინამო ზაგრებთან პირველ ტაიმში თამაშით "საბურთალომ" ჩემზე დიდი შთაბეღდილება მოახდინა!
გიოშა
05 აგვისტო 2019 19:23
5
ძალიან გთხოვთ, ყველას ნუ ძაბავთ ბიჭებს.
უმეტესობას არც-ერთი თამაში არ გინახავთ მეტოქე გუნდის და უკვე გამარჯვებებს ითხოვთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ ქართულ გუნდებზე (ვითომდა საბაბი არ მიგვიცია ბოლო წლებში), თან მსაჯებთან მუშაობას სომხებს თქვენ ვერც ასწავლით და ვერც დაუშლით.

საბურთალოს ბიჭებს მივმართავ უშუალოდ, არ აყვეთ ნერვებს ალბათ წამოვა საზიზღარი პროვოკაციებიც იმ იმედით, რომ ვინმე წამოიკიდონ. დალაგებული თამაში მათ არ აწყობთ. ითამაშეთ თქვენი თამაში როგორც ეს ზაგრებთან თითო ტაიმში გამოგივიდათ, ოღონდ თუ შეიძლება ორივე ტაიმში და რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მაინც არ დაივიწყოთ თამაში გრძელდება მსაჯის საფინალო სატვენამდე, მანამდე კი არც ერთი წამით მოდუნება არ შიძლება.
თუ დაგვანახებთ, რომ იბრძოლეთ ბოლომდე ყველაფერს გაპატიებთ, უგულოდ თამაშის შემთხვევაში კი ჩვენი იმედი ნუღარ გექნებათ.
ჩვენ ყველანი (გულშემატკივრები და არა ბალეშჩიკები) მთელი დღე ვწვალობთ ვუყურებთ ამ დაძაბულ ცხოვრებას და თქვენ სპორტსმენები ლამის ერთადერთი იმედი ხართ ამ ცხოვრების გასალამაზებლად. ნუ დაგვაკარგვინებთ ამ განცდას.
მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენ ბრძოლა (თან ღირსეულად და ლამაზად) ნამდვილად შეგიძლიათ წარმატებები ყველას მოთამაშეებსაც და გულშემატკივრებსაც.
პ.ს.
დინამოელებო ამ წუთში შეიძლება საბურთალოს ბიჭებს ვწერდი, მაგრამ სინამდვილეში ეს თქვენც გეხებათ ბრძოლა შეგიძლიათ ყველას გაუმართოდ, მერე რა რომ ალბათ ბევრი პარამეტრით გვჯობნიან (ფული, გამოცდილება, კლასი და რავიცი მე ათასი უბედურება კიდე) ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ მაინც უნდა ვეომოთ, დაე იგრძნონ მაგათაც რომ სასეირნოდ ჩვენთან ნუ მოდიან. ისინიც ადამიანები არიან და მათაც ეშლებათ.
კიდევ ერთხელ წარმატებები ყველას
ოთარი ქუთაისი
06 აგვისტო 2019 10:41
0
გამართლება ერთია მაგრამ გამოიყენებენ კი? ისე ესეთი შანსი შეიძლება მეტი აღარც ქონდეს საბურთალოს ერთი ათი წელი.ვნახოთ რა იქნება.
zaza
05 აგვისტო 2019 17:33
1
სწორად გამიგეთ,ჩემი კომენტარებით ჭკუას არავის ვასწავლი! უბრალოდ მინდა ბიზნესში მოღვაწეთ ყურადღება მივაპყრო ქართული გუნდის უიშვიათეს არნახულ შანსზე...
გიოშა
06 აგვისტო 2019 06:25
0
მჭედლიძე და ჭანტურა რას შვებიან
Homer
05 აგვისტო 2019 21:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული