diariodecadiz: ლევან შენგელია "კადისს"მიუახლოვდა? - დაუცდის კი ესპანური კლუბი თვის ბოლომდე?

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის "კადისი" 23 წლის შემტევის, ლევან შენგელიას გადაბირებას ცდილობს, რომელსაც თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება. diariodecadiz-ი ვარაუდობს, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდთან" "დინამოს" 0:4 განადგურება ტრანსფერს დააჩქარებს და გააიოლებს.

"შენგელია "კადისს" მიუახლოვდა? "დინამოს" "ფეიენოორდთან" მარცხმა შესაძლოა, თავდამსხმელის გადმოსვლა დააჩქაროს.

"კადისს" შენგელიას აყვანა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ "დინამოსთან" ხელშეკრულება ამა თვის ბოლოს უმთავრდება და მისი გადმობირება დროში გაიწელა. "დინამო" ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა. შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:1
იყო.

თბილისური გუნდი პრაქტიკულად გამოეთიშა გათამაშებას, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში ოქროს მედლებისთვის იბრძვის. ის თვის ბოლოს გადმოვა, თუ მანამდე "ყვითელმა გუნდმა" მოუცადა. ლევანი ცაციაა, თუმცა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი მეგრელსკი გადაკეთებული მეტრიკით ,...........
gvardiolas bidza
16:32 12-08-2019
0
რა 26 წლის, 23ისაა)))) 26 წლის ფეხბურთელს ეროვნული ლიგიდან ვინ წაიყვანს ესპანეთში :დ
Tbiliseli
21:56 09-08-2019
0

სიახლეები პოპულარული