კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ოხხხხხ,მარტო ფეხბურთში 350 მილიონს კაპიკ-კაპიკ დაგითვლით ხალხი (არა რომელიმე პარტია) - კალაძე - კობიაშვილ - პარლამენტარ ფეხბურთელებო ...
გლახუნა
15 აგვისტო 2019 02:00
6
ეგ საკმარისი არ არის.შენ სათაყვანო მიშასაც უანგარიშე დანგრეულ გაყიდული სტადიონები, სპორტული დაწესებულებები,სპორტის აკადემია და მილიარდამდეც ადვილად ახვალ.ამას დაუმატე ქართულ სკოლაში სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმის სწავლების აკრძალვა და ზუსტად მიაგნებ ამ დამარცხებების მიზეზებს.საქართველო აღარ სტკივა ქართველს,მისი ღირსებისათვის აღარ სწირავს თავს.საბურთალოს მხოლოდ მომდევნო წრეში გასვლა სურდა,არარატი კი სომხეთისათვის იბრძოდა.გულის გასახეთქი ის არის,რომ არარატში სულ სამი სომეხი თამაშობდა და მაინც თავი გადადეს,საბურთალოში კი,მხოლოდ ერთი იყო უცხოელი,მაგრამ მაინც ვერ შეიგრძნეს,რას ნიშნავს საქართველოსთვის,ერევნის არარატთან დაპირისპირება.ზოგიერთებმა მსაჯებს თავი გაანებონ,რაშიც ედავებიან,ყველა სიტუაციაში მსაჯი მართალი იყო.მხოლოდ ერთი გაფრთხილება დაივიწყა და აღარ მისცა მეტოქეს.გამეორებებზე ეს კარგად ჩანდა.
სოსო
15 აგვისტო 2019 09:30
8
სოსო, გაიხარე, 100%-ით გეთანხმები. იმ დედააქტიურმა სააკმა, ქართული სული რომ ჩაეხშო ბავშვობიდან, სკოლის მერხიც კი გაჭრა შუაში, ყველა ცალცალკე იჯდა გაკვეთილებზე, თანამერხელის მცნება რომ გამქრალიყო. მაგის კლასელები რომ იკრიბებოდნენ, არავის ახსენდებოდა, ამიტომაც სკოლა ეზიზღებოდა, და პირველი იცით რა გააკეთა? თავისი სკოლის ეზოში ის ხე მოჭრა, საიდანაც ბავშვობაში ჩამოვარდა. გთხოვთ დამიბეჭდეთ, თორემ ამ კაი ქართველ სოსოს სულ დისლაიკები აქვს. მეც კი შემეშალა და ქვევით დამიჭერია
alexandre
15 აგვისტო 2019 10:16
7
მოკლეთ აქ პოლიტიკაზე აბოდებთ რა ტიპებს, წადით რა ძმებო პოლიტიკურ თემებშიბში დაახვით, ფეხბურთში ყველა დონეზე არაკომპეტენრური ხალხი მუშაობს, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული დამთავრებული უმაღლესამდე, ესაა შედეგი. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს დაფინანსება
Dato
15 აგვისტო 2019 01:53
3
გენიოსო, არაკომპეტენტური ხალხი როა ფეხბურთში და სახელმწიფომ რო უნდა შეწყვიტოს ან არ უნდა შეწყვიტოს დაფინანსება ეგ პოლიტიკა არ არის?
გიგა
15 აგვისტო 2019 10:06
1
გელა 67 უტვინობა შენს კომენტარში გეტყობა . ფეხბურთის და სახელმწიფოს წინსვლაში ვინაა პასუხისმგებელი ხომ არ იცი ??? მაგრამ შენნაირი " ბრძენებეის" დამსახურებაა ასეთ ლეშ მთავრობას და ფეხბურთელებას რომ შევყურებთ
დათო
15 აგვისტო 2019 00:17
2
შეგრცხვეთ ბოლო ბოლო რას გავს ეს? მარტო გულშემატკივრებს რომ მოუწოდებთ მოვიდნენ სტადიონზე უნდა გაამართლოთ კიდეც და გაახაროთ გულშემატკივარი მაგრამ ნამუსი და გულშემატკივარის სიყვარული არაგაქვთ, ერთხელ მაინც მოხვდით ჯგუფში სირცხვილია სირცხვილი.
beso
14 აგვისტო 2019 22:33
2
ამის მერე ნუგარ გაგიკვირდებათ ასე ცოტა გულშემატკივარი ,რომ დადის !!
ანრი
14 აგვისტო 2019 22:22
3
სადაა პროკურატურა რატო არ იძიებს აშკარად გაყიდულ თამაშს??? საერთოდ დასაშლელია ეს გუნდი, გავა დრო და ფაქტებიც დაიწერება რომ ჩაწყობილი თამაში იყო, ისედაც აშკარად ჩანდა
ანრი
15 აგვისტო 2019 07:36
1
ბევრჯერ წაგვიგია მაგრამ ასეთი აღშფოთებული გულშემატკივარი,პირდაპირ რომ აბრალებენ გუნდს თამაშის გაყიდვაში მე პირადად არ მახსოვს.ხალხს ვერ მოატყუებ ვერანაირად.კიდე უყურე ამ თამაშს თავიდან ბოლომდე და გეფიცებით საქართველოში რომ ვცხოვრობდე ამათ დაუმტკიცებდი რომ ეს თამაში ჩაწყობილი იყო.დაწყებული აუტების ჩაწოდებიდან დამთავრებული პენალტით...ვიტყვი უბრალოდ და ცოტა სხვანაირად ფილმ "მიმინოდან"--в белых футболках играют изменники и продажники своей родини.
კახა ქ.
15 აგვისტო 2019 05:48
1
არ გაუმართლა საბურთალოს გუნდს იმაში რომ სომხური გუნდი შეხვდა,აი აზერბაიჯანული გუნდი რომ შეხვედროდა გადავლახავდით და ესიმიტომ რომ ხეჩიკაშვილი არის მოგვარე ფილმ მიმინოს სომეხი გმირისა რომლის ვიდეო ფრაგმენტებს ერევანში რთავდნენ ხოლმე.დაბლოკეთ ხოო
ბაჩი
15 აგვისტო 2019 03:49
7
ქეცბას ვაგინეთ არადა კაცმა კარიერა დადო სასწორზე და ჩავუსვარეთ კარიერაში:( ვაის ვაგინებთ და მითხარით ამათგან რომელია ნაკრების ღირსი? ჩემპიონი გუნდია თხასავით გაყიდიან ნაკრების თამაშს. 10 იანმა სასწაული პასი გააკეთა 10 იანმა 3 თამაში 3 ყვითელი მიიღო თუ 4 ში 4 :( რავი ბევრი საეჭვო მომენტია
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 13:29
1
ქოცებო იმდენი ჭკუა და გამჭრიახობა მაინც ხომ უნდა გყოფნიდეთ რომ მიმართოთ პროკურატურას და ხალხის გულის მოსაგებად აღძრათ საქმე მაგრამ ამას არ იზავთ რადგან თქვენი დამქაში და ძმაბიჭია გარეული ამ უბინძურეს საქმეში
gia
15 აგვისტო 2019 10:49
9

სიახლეები პოპულარული