ანზორ კავაზაშვილი: ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა, ფეხბურთელები ევროპაში პურის ნაგლეჯისთვის გარბიან

AutoSharing Option
ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და
ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა კავაზაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენ წარმოიდგინეთ იმ პერიოდში ის მსოფლიოს მეორე მეკარედ ითვლებოდა ლევ იაშინის შემდეგ,იყო პერიოდი იაშინი იჯდა სკამზე და კვაზაშვილი თამაშობდა,ისე დიდად,რომ ვერ ბრწყინავენ ჩვენი გუნდები ცხადია,მაგრამ ჩვენ ჩვენი ჩემპიონატი უნდა წამოვწიოდ,რაის დსთ მითუმეტეს დსთეში დიდი ხანია აღარ ვართ,არც არაფერში გვჭირდება და კავაზიდი არის მისი გვარი თუ კავაზისი,იწერება ანზორ კავაზაშვილად და ბათუმელია,თქვა თავისი.აზრი მე პირადად მასეთი აზრები არ მაინტერესებს და მივხედოთ ჩვენს საქმეს,საქრთველოს ჩემპიონატი მინიმუმ კვიპროს გავუთანაბროდ რა დღეში ვართ ბიჭოს ინტერის და ლივერპულის ერთ დროს დამმარცხებლები ეეეეჰ,ამ ცხოვრების დედაც.
გოჩა
19 დეკემბერი 2019 22:44
0
დიახ, კავაზიდი-კავაზაშვილია. აქვს ერთად-ერთი დამსახურება ჩვენთან: 1964 წლს ტაშკენტში რუსები ვერ ენდნენ და არ ჩააყენეს მოსკოვის "ტორპედოს" კარში, თორემ ,შეიძლება, ჩემპიონები ვერც გავმხდარიყავით. ყველაზე კარგად ეს მეკარე დაახასიათა ლეგენდარულმა ლევ იაშინმა.
zurab
19 დეკემბერი 2019 21:38
1
მისი ნამდვილი გვარი არის კავაზიდი
ალალე
19 დეკემბერი 2019 20:08
1
ფეხბურთი გარდაიცვალა.
ტოტო
19 დეკემბერი 2019 19:56
8
კავაზაშვილია გაასწორეთ!
ვაჟა
19 დეკემბერი 2019 18:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული