ანზორ კავაზაშვილი: ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა, ფეხბურთელები ევროპაში პურის ნაგლეჯისთვის გარბიან

AutoSharing Option
ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და
ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა კავაზაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
არააქვს მნიშვნელობა რა გვარია, ესეთი მოღალატეებითაა ქვეყანა სავსე, რუსული პენსიის გამო საკუთარ ქვეყნაას რო აგინებ მაგ საქციელს რა ქვია არ დავწერ კიდე აქ. ვის რაში უნდა ამათი ტურტლიანი დსთ ლიგა, იცხოვრონ 19 საუკუნეში ჩვენ შეგვეშვან.
nedved
20 დეკემბერი 2019 01:39
6
ყავაზაშვილი კი არა კავაზაშვილია შე ყაზაიშვილო!
ანდრო
19 დეკემბერი 2019 23:20
2
კავაზაშვილია გაასწორეთ!
ვაჟა
19 დეკემბერი 2019 18:30
2
სირცხვილია ასეთი დონის უცოდინარობა!!!!!კავაზაშვილია და არა ყავაზაშვილი!!!!
BOSS
19 დეკემბერი 2019 23:10
0
თქვენ წარმოიდგინეთ იმ პერიოდში ის მსოფლიოს მეორე მეკარედ ითვლებოდა ლევ იაშინის შემდეგ,იყო პერიოდი იაშინი იჯდა სკამზე და კვაზაშვილი თამაშობდა,ისე დიდად,რომ ვერ ბრწყინავენ ჩვენი გუნდები ცხადია,მაგრამ ჩვენ ჩვენი ჩემპიონატი უნდა წამოვწიოდ,რაის დსთ მითუმეტეს დსთეში დიდი ხანია აღარ ვართ,არც არაფერში გვჭირდება და კავაზიდი არის მისი გვარი თუ კავაზისი,იწერება ანზორ კავაზაშვილად და ბათუმელია,თქვა თავისი.აზრი მე პირადად მასეთი აზრები არ მაინტერესებს და მივხედოთ ჩვენს საქმეს,საქრთველოს ჩემპიონატი მინიმუმ კვიპროს გავუთანაბროდ რა დღეში ვართ ბიჭოს ინტერის და ლივერპულის ერთ დროს დამმარცხებლები ეეეეჰ,ამ ცხოვრების დედაც.
გოჩა
19 დეკემბერი 2019 22:44
0
მისი ნამდვილი გვარი არის კავაზიდი
ალალე
19 დეკემბერი 2019 20:08
1
ჯერ ერთი კავაზაშვილი და არა ყავაზაშვილი, ის მართლაც ძლიერი მეკარე იყო თავის დროზე და მას აქვს დიდი დამსახურება არა მარტო მსოფლიო ფეხბურთის ამბავში არამედ საქართველოშიც კერძოდ კი ქუთაისში მას უნდოდა რომ ქუთაისის ტორპედო თავის დროზე აეღორძინებინა, მაგრამ მაშინდელმა ქართულმა მაფიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კავაზაშვილი წასულიყო ქუთაისიდან, ის დიდი ხანია რუსეთშია და იქ ცხოვრობს, მას აქვს საკუთარი აზრი და ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ვითომ მოღალატეა და ასე შემდეგ, თქვენ ვინც აქ ბევრს ცუდს წერთ ამ დამსახურებულ კაცზე, ჯერ თქვენ მიაღწიეთ იმას რასაც მან მიაღწია და მერე ილაპარაკეთ ბევრი, მაგრამ არც მაგისი ნიჭი გაქვთ და არც მაგისი ვაჟკაცობა.
Star Lord-ს და nedved-ს
20 დეკემბერი 2019 10:33
9
დიახ, კავაზიდი-კავაზაშვილია. აქვს ერთად-ერთი დამსახურება ჩვენთან: 1964 წლს ტაშკენტში რუსები ვერ ენდნენ და არ ჩააყენეს მოსკოვის "ტორპედოს" კარში, თორემ ,შეიძლება, ჩემპიონები ვერც გავმხდარიყავით. ყველაზე კარგად ეს მეკარე დაახასიათა ლეგენდარულმა ლევ იაშინმა.
zurab
19 დეკემბერი 2019 21:38
1
ამ გადაშენების პირას მყოფ დინოზავრს ვინმე კითხავს ქართულ ფეხბურთში რა ხდება? რაში გვაინტერესებს ამის აზრი, თავის მშობლიურ რუსეთზე იფიქროს ;)
Star Lord
20 დეკემბერი 2019 07:10
9
ინტერვიუს სრულ ვერსიაში, კავაზაშვილი რუსეთის ჩემპიონატში აზერბაიჯანის ბელარუსის და ყაზახეთის კლუბების შესაძლო მონაწილეობაზე (არშავინის წინადადებაა) საუბრობს და საქართველოს კლუბებს საერთოდ არც ახსენებს. ქართული ფეხბურთის დღევანდელი დონის მისეულ შეფასებაში კი, მე მგონი, არაფერია არც ახალი და არც საწყენი.
ნოდარი
20 დეკემბერი 2019 11:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული