2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილს იკავებს. საქართველომ აღნიშნული პრიზი უკვე მეორედ მიიღო და პირველად 2016/17 წლებში დაჯილდოვდა.
წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია,
შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ უეფა-ს მატჩის დელეგატი ადგენს მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად.
ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
კრიტერიუმ მოწესრიგებულ გულშემატკივარში ალბათ კონკურენტი არ გვყავს, ჩვენთან ხო არავინ ესწრება ეროვნული ლიგის თამაშებს, ვინ უნდა დააშაოს რამე :)
ეს ისე ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში ძალიან კარგი და სასიამოვნო ჯილდოა, იმედია ყოველთვის სამაგალითო ერი ვიქნებით