გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გიორგი ლომაიამ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-თან ისაუბრა და ბაქოს "ინტერში" გატარებული დრო გაიხსენა.

"ბაქოში 7 წელი ვითამაშე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პერიოდი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, ბაქოს კი ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.

"ინტერს" სახელი შეეცვალა და ახლა "კესლა" ჰქვია, თუმცა "ინტერი" მაინც სხვა იყო. იგივე მოხდა აზერბაიჯანის პრემიერლიგის სხვა კლუბებთან დაკავშირებითაც.

ხშირად მახსენდება მოგებული ჩემპიონატი, ქვეყნის თასი. ადრე აზერბაიჯანის პირველობა უფრო მაღალი დონის იყო, ხალხიც უფრო მეტი დადიოდა თამაშებზე, ჩემპიონის ბედი ბოლო
ტურებში წყდებოდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი? ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლითი შეხვედრა პოზნანის "ლეხთან". შინ ანგარიშით 0:1 დავმარცხდით, არავის ეგონა, რომ შანსები კიდევ გვქონდა, თუმცა მეტოქე თავის მოედანზე ანალოგიური ანგარიშით დავამარცხეთ. პენალტების სერიაში კი ჩვენ წავაგეთ. კარგად მახსოვს, რადგან გადამწყვეტი 11-მეტრიანი მე ვერ გამოვიყენე და გამოვვარდით. არადა, 2 პენალტი ავიღე", - თქვა ლომაიამ.

გიორგი ლომაიას კარიერის მანძილზე საკმაოდ ბევრ კლუბში უთამაშია: თბილისის "დინამო", ბაქოს "ინტერი", მოსკოვის "სპარტაკი", იენის "კარლ ცეისი" და სხვა. ეროვნულ გუნდში გიორგის 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საკარტველო

zura
15 მაისი 2020 15:37
0
კიდევ კარგი იმ.მატჩში გაგიმართლა თორემ ვინ იყავი
Nika
14 მაისი 2020 16:01
3
ეს და გვარამაძე არაფრად ვარგოდნენ მართლა.ზოიძეც ისე რაა მეკარე იყო.ტოგონიძეს კლასი აკლდა,დევაძეს კი ძალიან დიდი წარმოდგენა ქონდა თავის თავზე.ლორიას გამოჩენის მერე მოგვარდა მეკარის პრობლემა,ყველაზე კარგი რევიშვილი იყო ჩემი აზრით.მე არ მახსენდება რევიშვილის შეცდომით გაშვებული გოლი ნაკრებში.მაკარიძემ ირლანდიასთაბ ჭამა მაგარი.ლორიასაც ემართება ხოლმე ხშირად ლაფსუსები,მარა ყველაზე სტაბილურია.
Master
14 მაისი 2020 15:43
1
პირადათ არ ვიცნობ კაკო დევაძეს და არ ვიცი თავზე რა წარმოდგენა აქვს, მარა მოედანზე თავი არასოდეს შეურცხვენია და თავი არ დაუზოგია, თურქეთთან ლამის სიცოცხლე დატოვა.
hhh
14 მაისი 2020 19:32
0
რუმინეთმა, რომ გაუტანა თბილისში, ბუქარესტიდან დარტყმული თუ ახსოვს ნეტა?
გია
14 მაისი 2020 14:51
4
რუმინეთმა გვარამაძეს გაუტანა.ამას დე როსიმ დაურტყა ვაგზლის მეტროდან და გაუვარდა ხელიდან.
MasterMast
14 მაისი 2020 15:34
0
ეს კრიტიკოსები რომ ხართ მაგრები, თქვენი გაკეთებული საქმე დაგვანახეთ. მე ისიც მახსოვს, რუსეთთან რო მოგვაგებინა თამაში ლომაიამ.
კრიტიკოსები
14 მაისი 2020 15:14
6
საჯარიმო ხაზის გარედან გაუტანდნენ და იდგა მერე შუშის თვალებით)))))
zura
14 მაისი 2020 14:35
1
1 მეკარე დაასახელე საჯარიმოს გარედან რომ არ გაუშვია გოლი.
გეიონოსო
14 მაისი 2020 14:48
5
ეჰ გიორგი გიორგი, შენ რაც ჩვენთვის ნერვები გაქვს დანაწყვეტი
გიო გიო
14 მაისი 2020 14:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული