ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა თავისი "ფეისბუქით" გაავრცელა.

"ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა "დინამო" დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში".

მჭედლიძე გასული წლის სექტემბერში "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მას შემდეგ 1 გოლი გაიტანა - ბათუმის "დინამოსთან" თავის გუნდს ფრე მოუპოვა და ამან დედაქალაქელთა მიერ ოქროს მედლების მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

ლევანი ადრე "ემპოლისა" და "პალერმოს"
ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

ჯერ ცნობილი არ არის, სად გააგრძელებს მჭედლიძე კარიერას.

altნოჩერინო: მჭედლიძე რეჟიმს არ იცავდა; ვინც იცავდა, იმათ კარიერას დაეტყო

altმჭედლიძის დუბლი "ინტერის" კარში - "ემპოლიმ" სარის ბოლო მატჩი გაიხსენა [VIDEO]

altლევან მჭედლიძე "კალიარის" სპორტულ დირექტორს: დაგპირდი, დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ

alt"კალიარის" სპორტული დირექტორი: ჩემი სინანული? ერთი, მხოლოდ ერთი - ლევან მჭედლიძე!

altეროვნული ლიგა. XXX ტური: ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" ბათუმში წაგებისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მჭედლიძე წავიდა სად? ანანიძე წავიდა სად? რატომ გვამყოფებთ საინფორმაციო ვაკუუმში. სპორტული ჟურნალისტები არ გავხართ დანარჩენ ჟურნალისტურ სამყაროს,რომლებიც იბრძვიან რამე მოიპოვონ, არა აქვს მნიშვნელობა,მართალი იქნება თუ ტყუილი,აურევენ ერთმანეთში და წარმოგიდგენენ დაკუპაჟებულ კოქტეილს,სამაგიეროდ იწერენ ქულებს. თქვენ?
vax-vax
14:25 03-07-2020
0
გამარჯობის თქმაც ვერ მოასწრო რო ნახვამდის დაიძახა დაისვენო ჯობია .
ქუთაისელი
13:55 03-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული