უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში "ლვოვი", რომლის მწვრთნელი გია ცეცაძეა, ტერნოპოლში ფრეს დასჯერდა "ვორსკლასთან" - 2:2.
მატჩის მიმოხილვაში football.ua აღნიშნავს, რომ რადგან პოლტაველებს თასის ფინალი ელით, მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა საკვანძო ფეხბურთელები დაასვენა და "საბავშვო გუნდი" ათამაშა, რომლის საშუალო ასაკი 18.5 წელია და მიუხედავად ამისა, ქულა მოიპოვეს.
"ლვოვმა" ცეცაძის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა, პირველში "კარპატის" დაუზავდა (1:1), ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ ექვსეულში მეხუთე ადგილზეა და 15 ივლისს დონეცკის "ოლიმპიკს" უმასპინძლებს.
ლვოვი - ვორსკლა 2:2
გოლები: 0:1 ჩელიადინი (7), 1:1 ლაკოველი (55), 2:1 ბორზენკო (75), 2:2
კრავჩუკი (89)
გია ცეცაძე "ლვოვში" პროგრესს ამჩნევს, მაგრამ უკმაყოფილოა
ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი
გია ცეცაძე: ჩემს ხელში "ლვოვი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს
გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა
"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა