გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა ცილისწამებას უწოდებს ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
"ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი.
მივმართავ იმ
ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა "ჩუმად წამოიღო" გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?!
ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიბლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!"
ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?
მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?!
რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას!
რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა" - წერს შავლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: ambebi.ge
ტელევიზიებს რომ ახსენებს, და განსაკუთრებით ნიკა გვარამიას, რომ ემტერებიან ეს ქალბატონიც და ბიძა იმ ბავშვის, კი მაგრამ, ნუთუ ვერ ხვდებიან უჭკვიანესი, უნიჭიერესი, გვარამია და მისი ჯგუფი რომ არა, დღესაც არ ეცოდინებოდათ ვინ და რატომ მოკლა მისი შვილი?.
სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს! ქოცების წუთები დათვლილია საქათველოში, ბატონი, მიშა სააკაშვილი სჭირდება საქართველოს.
ხო, კიდე მსოფლიო სპორტის საიტზეც, არაერთხელ დამიწერია და არასდროს მომერიდება აქაც, და ყველგან ვიტყვი ხმამაღლა!
ნაციონალები რომ არა, ისევ ყაყში იქნებოდა საქართველო. თუ ,თითოეულ ქართველს ნათელი საქართველო, ლიბერალური საქართველო სწყურია, გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოთ ახლა არჩევნებში.
ბატონი, მიშა სააკაშვილი! აი, ეს ადამიანი სჭირდება თავის ვეზირებით საქართველოს.
გიორგი გაბუნიას, ზოგიერთი ხისთავიანი გრუზინი, რომ დასცინის, ნუთუ ვერ ხვდებეით რამხელა ვაჟკაცობა გააკეთა? როდესაც სახალხოდ, საჯაროდ, აგინა და დაამცირა პუტინიც, კადიროვიც, და მთელი ეს ღრუსეთის ელიტა? რომელმა გაბედა მანამდე? არცერთემა გიორგი გაბუნიასნაირი გმირები სჭირდება საქართველოს!
საეღტოდ კი მგონია კოალიციური მთავრობა უნდა ვცადოთ, რადგან არავინ გაგვიმართლა. მხოლოდ სასამართლოს და ძალოვნების დამოუკიდებლოა იქნება იმის საწინდარი, რომ აღარ იყნენ შაქარაშვილები, სარალიძეები, მაჩალიკაშვილები, გიგვლინები და რობაქიძეები. ეს კი კოალიციურ მთAვრობის დროს წარომომიდგენია.
შენ კი კორბენ დალლას ლიბერალობას რომ იჩემებ, რა ლიბერალების საქმეა უმცირესობის დაცინვა და მათი უარყოფა? დასცინოდი მეძავეებს და სხა რჯულის ხალხის მათან ურთიერთობის წინააღმდეგი იყავი. დაგავიწყდა? ხოდა თვითონ გაერკვიე ჯერ შენ თავში.