თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
Fuu,bandzebi,davai Ra pirvel ligashi da ibodialet!
Devkalioni
19 აგვისტო 2020 23:03
0
საქართველოში ფეხბურთი აღარ არსებობს და ფიფია კი არა, ბერლუსკონი ვეღარ უშველის.
ფეხბურთი
20 აგვისტო 2020 03:25
1
ამ ფიფიას თავმოყვარეობა არ აქვს???
გადასარევი გიორგი
20 აგვისტო 2020 02:13
1
საერთოდ ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ მომენტში მინდიდა ყველასთვის ფეხები დამემტვრია მათ შორის “მამაო კახასთვისაც”.
დავით
20 აგვისტო 2020 01:00
2
შეიძლება წააგო გუნდთან რომელიც შენზე ძლიერია ან შენი დონის მაინც არის, მაგრამ მოახერხო და წააგო ტირანასთან, რომლის თამაშის ყურების მერე მექმნება შთაბეჭდილება რომ ეს გუნდი უფრო სუსტია ვიდრე იგივე თელავი , დილა , ან თუნდაც ლოკო ამას ხომ მოხერხება უნდა .
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ქართულ გუნდებსაც, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გაუმართლა დინამო თბილისს ყველაზე მეტად რადგან ელიგის აუტსაიდერის დონის გუნდს შეხვდა და ისე უსახურად და უბრძოლველად წააგო რომ ლამის სიმწრისგან გავაფრინე რაა . ასეთი უსუსური თამაში ქართული გუნდის ძალიან დიდ გულისტკივილს იწვევს .
ფაქტია რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები ქართული სპორტის ორგანიზაციულ საკითხებში და სამწუხაროა რომ არავის აინტერესებს (საუბარი მაქვს იმათზე ვისაც ეხება) პროგრესი . მთავარია სახელმწიფო ფული იჭმევა მადიანად...
მიხაელ
19 აგვისტო 2020 23:52
0
ფეხბურთის ყურების მუღამ რატომ მიკარგავთნ ..ვაფშე არ ითამაშოთ რაა წააგე მესმის მაგრამ ხომ არ სვარკავ ფეხბურთი მაინც ითამაშე !!
Shoti
19 აგვისტო 2020 23:24
0
ამ ფორმაციის დინამოს ადგილი საერთოდ ფეხბურთში არაა .. ეროვნულ ლიგაში კი კარგს კი არა, ნორმალურთან მიახლოებულ თამაშსაც არ თამაშობს დინამო იშვიათი გამონაკლისების გარდა ..
დათო
19 აგვისტო 2020 23:21
0
გაუჭირდებოდათ...
goga
19 აგვისტო 2020 23:12
0
პასი უკან ... ესე დავახასიათებდი დინამოს თამაDს
ზაური
19 აგვისტო 2020 23:08
0
ამის იქეთ აღარაფერია....
jeko
19 აგვისტო 2020 23:08
0

სიახლეები პოპულარული