თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ბატონო რომან კახაბერ ჩხეტიანი სასწრაფოდ გასაშვებია გუნდიდან , ეს რა თამაში ათამაშა რა სასტარტო დააყენა ,კუციას გაბედავას და ქავთარაძეს რომ სათადარიგოზე დასვამს და ზოგიერთებს ათამაშებ, სირცხვილიაა....
სამსონი
19 აგვისტო 2020 23:21
2
ამ საწყლებმა ალბათ არ იციან რა არის ფეხბურთი.
თემო
19 აგვისტო 2020 23:21
0
ამ ფორმაციის დინამოს ადგილი საერთოდ ფეხბურთში არაა .. ეროვნულ ლიგაში კი კარგს კი არა, ნორმალურთან მიახლოებულ თამაშსაც არ თამაშობს დინამო იშვიათი გამონაკლისების გარდა ..
დათო
19 აგვისტო 2020 23:21
0
უჰ, არაფერი კაცო. პატარაზე ჩაიკუკეს ბიჭებმა და ეგაა რა
19 აგვისტო 2020 23:20
1
წინა წელს ესპანელები წელს ქუთაისელები.ფიფია ნუ დაგტანჯე. ესეთი საზიზღარი დინამო არ ყოფილა არასდროს,დინამოს ფორმა ვინებს ჩააცვიტ სირცხვილია რა
Racha
19 აგვისტო 2020 23:20
1
Chxetiani barsashi
Grisha
19 აგვისტო 2020 23:19
0
სატანა ხარ ფიფია შენ
wbc
19 აგვისტო 2020 23:17
1
ესეთი სამარცხვინო დინამო არმახსენდება ... ჯერ ვისუნახია მწვრთნელს უშვებდე გუნდიდან რომელიც ჩემპიონი გახდა? მწვრთნელი გასაშვები ჯერ წინასასეზონოდ როწავიდა გუნდი მოსამზადებლად საშინელ ფორმაში დაბრუნდა ამდენიხნის მანძილზე დინამოს თამაშში გააზრებული კომბინაცია თითქმის არმინახავს 90 წუთში მარტო ერთი ნორმალური გათამაშება არაა არაფერი .. და კიდევ ბათუმის დინამოს თუ შეუძლია ნორმალური ლეგიონერის მიყვანა გუნდში ამათ რაჯანდაბა ეტაკათ სელექციაზე საერთოდ მუშაობს ვინმე? აკადემია კაია მაგრამ ისბავშვები ვისგვერძე უნდა გაიზარდონ გუნდში არცერთი ნორმალურის დონის ფეხბურთელი არაა.. მოიყვანე ფეხბურთელი დახარჯე ცოტა ფული და ნახავ თუარ ივლის ხალხი სტადიონზე.. ჩისკოს დონის დაახლოებით 3 ფეხბურთელი და გუნდი ამ უმაქნისებთან ერთადაც კი რაღაცას დაემსგავსება
გიოდინამო1
19 აგვისტო 2020 23:15
0
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
Batumi90
19 აგვისტო 2020 23:15
1
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
Batumi90
19 აგვისტო 2020 23:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული