თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
Ara ushavs dinamo gavarda magram, exla daiwyeben sxva chveni gundebi evropa ligaze tamashs da gadauvlian yvelas, vai chvens patrons
Soso
20 აგვისტო 2020 10:10
1
უეფა თუ ინტრიგანი არაა, დინამო განთესილებს შორის როგორ მოხვდა? :D :D უი გამახსენდა 81 ში რო მოიგეს მაგიტომ ალბათ... რამე მაინც დათესონ ამხელა სტადიონზე უფრო წაადგება ქვეყანას :D
:D
20 აგვისტო 2020 10:06
1
ფიფია ფული როგორ იშოვე?! გარსიას გაშვების მერე ჩისკოზეც რომ იგივე შეცდომა დაუშვი მიკვირს საერთოდ რითი აზროვნებ? ან რა მრჩეველები გყავს შე გაჭირვებულო, სულ ფულს დახამებული უტვინო ტიპები! სალუქვაძე, ჯიშკარიანი, ხუციშვილი და ახლა ეს დოლიძე! ერთი პოლილიკა იყო პატიოსანი და ჭკვიანი და ის მოიშორე! ხოდა კიდე გიმეორებ?! საერთოდ ამდენი ფული სად გაჭერი>?????
ზურა
20 აგვისტო 2020 10:05
1
ეს გუნდი დაიშალოს მთლიანად! ამ ტრენერიანად და ფეხბურთელებიანად ახალი გუნდი გააკეთონ და დაარქვან "ალბანნათრევი" და მეოთხე ლიგაში დააქვეითონ. სახელმწიფომ შეწყვიტოს ესეთი ვაიგუნდებუს დაფინანსება და მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს მოამზადონ თანხები და არა ან გაზულუქებულ საქონლებს :((( ან თვითონ ფედერაციამაც დაიხვიოს და ახალი ნორმალური ხალხი მოვ8დეს. როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს
საით მიექანება ეს ქართული ანტიფეხბურთი
20 აგვისტო 2020 09:58
3
ლიფონავა რას ცოდვილობ მსახიობების შერჩევით და დარიგებით, გადაიღე თბილისის დინამოს თამაში ლაივში და გამზადებული დანკარის რეალიც აგერაა. თუმცა ვშიშობ შენი სცენარის მიხედვით დანკარის რეალი უფრო ამბიციური გუნდია და ესენი კინოშიც არ გამოგადგება.
დათო
20 აგვისტო 2020 09:48
0
ასეთი საზიზღრობა კარგა ხანია არ მინახავს - ბურთის უაზრო გორება, შთაბეჭდილება იყო, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ თამაშის ბედი. საინტერესოა ფიფია როგორ გაიმართლებს თავს?! დინამოს სახელი მაინც გადაარქვან, ნუ არცხვენენ გუნდს!
მერაბი
20 აგვისტო 2020 09:41
0
წინასწარ ვიცოდით ეს შედეგი ხომ მართალია?ამ ფედერაციის ხელში საქართველოს ფეხბურთი არ ეღირსება.კობიაშვილ-მუჯირის ტანდემი ფიფას და უეფას გადმორიცხული თანხების ჭამითაა დაკავებული და სულ არ აინტერესებს ფეხბურთის განვითარება.
888
20 აგვისტო 2020 09:24
5
მთელი ცხოვრება ამ გუნდ ვგულშევმატკივრობ.არსდროს მიტქვამს ცუდი სულ მომავლის იმედათ ოპტიმისტურად ვეწყობოდი.მაგრამე ნაპეტანია ყოველ წელს დეგრადირებს გუნდი.ალბანური გუნდი იგივე დონეა რაც დგეს ტელავი თელავს არ ეწყინება იმედია.და აგებ ამრხვინოთ ისე რომ ეეტი ლამზი კობინაცია ვერ ვნახეთ.ფიფიას დინამოს ჩემპიონობა ჭირდება იმიშთვის ,რომ შემდეგ ნიჭიერი როგორც ჩემპიონი გუნდიდან გაყიდო მეტ ფასად.მთელი წელი ამზადებს ყველანაერად ცდილობს გახდეს ჩემპიონი,და მერ კიდია.ყიდის ლიდერებს.ეს სამრცხვინოა მართალია საკუთარია და ვერ ეტყვი გადადექიო მაგრამ უნდა აიძულონ პატი ცეს ამ გუნდს ან გაასხვისოს.
mosexoneli
20 აგვისტო 2020 09:00
0
ნამუსი თავმოყვარეობა და სირცხვილი იცით რა არის საერთოდ?! როდემდე ყოველ წელს ერთიდაიგივე როდემდე?!
ფიფია
20 აგვისტო 2020 08:44
0
ჭ კლასია! არ მიყურებია. სხვას არაფერს ველოდი!
aburjga
20 აგვისტო 2020 08:21
1

სიახლეები პოპულარული