თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
!!! ახლა მწვრთნელი ჩხეტიანი ზრდილობის დავუფასებ ბოდიში მოიხადა მაგრამ დინამო თბილისის დონის მწვრთნელი ჯერ არ არის!!! ახლა რომან ფიფიას მინდა ვუთხრა ან არაპროფესიონალი ხარ ფეხბურთში ან ძალიან მიმდობი შენს არაპროფესიონალ დინამოს წევრებისადმისპორტული დირექტორი და რიგი ხალხი ვინც შედეგი უნდა დადონ გუნდი უნდა ააღორძინონ!!! ათასგზის მოგწერეთ რომან ფიფია დინამოს ფეისბუქ მესინჯერის გვერდზე რომ გუნდის აღორძინება არასწორი გზით მიდის მეთქი ერთი სამი წლის წინაც ვწერდით და დამბლოკეთ იქ მესინჯერში!!! აგერ ჩემი სიტყვები დავიცვათ წინ!!! ან პროფესიონალი ხალხი მიიწვიეს დინამო თბილისში ან გაყიდეთ ქართველზე ოღონდ არა მერაბ ჟორდანიაზე!!! არა ლერი სულაბერიძე!!! და მათ საძმაკაცო საახლობლოზე არა!!! არც მაშინდელი დინამო თბილისი არ იყო გუნდი ფულის საკეთებელი დაზგა იყო მხოლოდ!!! და ლევან კობიაშვილს მინდა ვუთხრა დიდი პატივისცემა გამაჩნია თქვენდამი მაგრამ გეუბნებით ბავშვთა ფეხბურთი ბავშვთა სამწვრთნელო სკოლა არის 0-ის ტოლფასი თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება ბევრად ძალიან!!! არც უნდა მოხდეს შედარება იმდენად დაბალი დონისაა საქართველოში!!!და განვითარება ძალიან უმეტესად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება განვითარება და რომან ფიფიასავით ნუ დაიწყებ ახლა რა თანხები მოიზიდოს და ასე შემდეგ !!! მიხედეთ საქმეს ნამდვილი საქმის კეთებით!!! თორემ გავა წლები და კიდევ ასეთი შედეგები გექნებათ!!! რადგან ფეხბურთელები რა განვითარების დონეზეც არის გაზრდილი ჩამოყალიბებული იმ დონის ფეხბურთს თამაშობს და იმ დონის შედეგებს აჩვენებს და მოიმკის!!!სპორტულ ჟურნალისტიკაში კი 90%სრული არაპროფესიონალიზმი სპორტული კომენტატორების ჩათვლით!!! იმის ნაცვლად პრობლემებზე წეროთ ისაუბროთ მიუთითოთ ...ტრაბახობთ!!!შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!
Simartle
20 აგვისტო 2020 12:33
0
ლიფონავა რას ცოდვილობ მსახიობების შერჩევით და დარიგებით, გადაიღე თბილისის დინამოს თამაში ლაივში და გამზადებული დანკარის რეალიც აგერაა. თუმცა ვშიშობ შენი სცენარის მიხედვით დანკარის რეალი უფრო ამბიციური გუნდია და ესენი კინოშიც არ გამოგადგება.
დათო
20 აგვისტო 2020 09:48
0
ასეთი უგულო და უაზრო თამაში დინამოსგან არ მახსოვს უკვე 30 წელზე მეტია ამ გუნდის თამაშებს ვუყურებ. მეკარე სამაუვერენნი ბალვანი
ლადო
19 აგვისტო 2020 23:49
0
Petere kapelo xar chxeto.shen vinw mwvrtneloba dagabrala ra
Grisha
19 აგვისტო 2020 23:10
0
ოოო, ძლიერი მატჩი იყო უდაოდ. ქართულს სტილში. ვაი თქვენს პატრონს, ვინც ილუზიებში ცხოვრობთ
მამადუ და დედადუ
19 აგვისტო 2020 23:08
0
თელავთან არატაქტიკას და ჩატარებულ საცოდაობას ალბანელებისთვის თამაშის დამალვა რომ დავარქვით, გორის დილასთან სამარცხვინო წაგება რომ გავატარეთ და პასუხი არ მოვითხოვეთ ისე მწვავედ, როგორც ახლა, მერანთან საცოდაობა კიდე გავატარეთ, ამან ფეხბურთში ჩაუხედავ ხალხს შეუქმნა დინამოს წარმატების ილუზია და შედეგიც სახეზეა. არ შეუძლია ამ კაცს მეტი, თორემ ამ ფეხბურთელებით, ვინც თამაშობს და კიდე ვისაც არ ათამაშებს, ცოტა გონიერი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებდა. თამაშის ნახევარი დრო მცველებმა ერთმანეთთან და მეკარესთან ბურთის გორაობაში გაატარეს და ჩხეტიანი იდგა კმაყოფილი, არანაირი შენიშვნა და შეძახილი. სასწრაფოდ არის შესაცვლელი, თუნდაც იმიტომ რომ სხვისთვის, ვისაც მოიყვანენ, იყოს მაგალითი, რომ გუნდის წარუმატებლობაში პირველ რიგში მწვრთნელი აგებს პასუხს.
დათრგუნული
20 აგვისტო 2020 11:28
0
მაინც პანდემიაა და საქართველოში ავკრზალოთ ფეხბურთი 5 წლით და მერე იქნებ მოენატროს ახალ თაობას და გავაგრძელოთ რა აზრი აქვს ამ ფეხბურთის ყურებას? ან ტირანასთან მოგების აზრი რა იყო უფრო დიდი სირცხვილი ცრვენასთან?
zurabi
19 აგვისტო 2020 23:52
2
დინამო არის თუ წნორის მილანი ..უბანში უდროო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ ...ეგრე გააგრძელეთ საგოლლ
Shoti
19 აგვისტო 2020 23:10
0
ფუ ეს მათხოვრები ესენი
hkl
20 აგვისტო 2020 10:17
1
ეს გუნდი დაიშალოს მთლიანად! ამ ტრენერიანად და ფეხბურთელებიანად ახალი გუნდი გააკეთონ და დაარქვან "ალბანნათრევი" და მეოთხე ლიგაში დააქვეითონ. სახელმწიფომ შეწყვიტოს ესეთი ვაიგუნდებუს დაფინანსება და მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს მოამზადონ თანხები და არა ან გაზულუქებულ საქონლებს :((( ან თვითონ ფედერაციამაც დაიხვიოს და ახალი ნორმალური ხალხი მოვ8დეს. როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს
საით მიექანება ეს ქართული ანტიფეხბურთი
20 აგვისტო 2020 09:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული