ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი თსუ გახდა!

AutoSharing Option
ფოტო: sbm.ge

საქართველოს ფუტსალის ლიგის (უმაღლესი, პროფესიონალური ლიგა) 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და "თელასს" შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ტიკურიშვილმა მეორე ტაიმში გახსნა და "ენერგეტიკოსები" დააწინაურა.

"უნივერსიტეტელების" რიგებიდან ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გიორგი ჩიმაკაძემ თამაშის განახლებიდან თხუთმეტ წამში შეძლო თსუ-ს წინ გაყვანა, მაგრამ ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ თევზაძემ
გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მ 3:2 იმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.

თსუ საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მომზადებულია sbm.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
60 წელია დინამოს ვგულშემატკივრობ ბევრი რამე მინახია მაგრამ ასეთი უსუსური და უპერსპექტივო გუნდი მე პირადად არ მახსოვს.... ნამდვილი მწვრთნელები დევდარიანი..მაისურაძე გააგდეს...ვიეტნამელმა ნათელმხილველმა გაანალიზა დინამოს თამაშიო ????
ამ " დიდი ფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყნის ექსპერტმა" დინამოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა???!!! ...ბრმამ ბრმას ჭიტა დაუძახაო....ალბათ ბოლო წლებში (10 წელი მინიმუმ) დინამოს " თავრუდამხვევი " მიღწევები იგულისხმება რომან ფიფიას ხელში ...სან მარინოს სპორტული მიმოხილველები ქართულ თემას არ კადრულობენ იმის შემდეგ რაც "ქუდზე კაცის" დაძახებით შეკრებილმა სან მარინოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩვენი ნაკრებს სულ კუდით ქვა ასროლინა..არადა ვინმე რომ დაშავებოდათ მწვრთნელს ან მასაჟისტს მოუწევდათ თამაში...... .ფიფია აკადემიას რომ გვამადლი..ალბათ დღევანდელი დინამოს უჯიგრო..ზლაზვნით მოძრავ უპერსპექტივო ფეხბურთელებს თუ გულისხმობ არ ვიცი...ნინუას ჯარიმის დარტყმა და ნელი ტემპში თამაშისას გრძელი პასის გაკეთება შეეძლო და ისიც სასწრაფოდ გაყიდეთ ზედ თამაშის წინ..არ იცოდით რომ ამ აკადემიის ფეხბურთელებით პლუს ბენიო...ბერნაბუკო და მათი მაგვარი ფეხბურთელები რომლებმაც ალბათ ცნობილი ლიგების საფეხბურთო ბაზის გვერძე აქვთ გავლილი ან უკეთეს შემთხვევაში ამ ლიგების მეოთხე ლიგაში სინჯებზე იყვნენ კიდევ ერთხელ შეარცხვენდით ვიეტნამიგან განსხვავებით დიდი ტრადიციების საფეხბურთო ქვეყანას!!!! უკვე მოდაში შემოვიდა ვაი მწთვრთნელებისაგან "ჩემ თავზე ვიღებ.. პასუხიმგებლობას და ბოდიშს ვიხდი" მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ თამაშის ყერებამ...წაგებით ბარსელონამაც წააგო..მაგრამ..მათ მართლა იბრძოლეს.. ეს სპორტია!!!!..მჯობნის მჯობნიო ნათქვამია...ჩვენი გუნდის საცოდაობით კი .......არადა ვისთან.???!! ფიფია უეფა ფულს იძლევა მონაწილეობისათვის..სახელმწიფო ფულს გახარჯებთ... რით ვერ ამოიღეთ თქვენი დანახარჯი? შეიცოდეთ ისედაც გაჭირვებულიქართველი ხალხი.!!!!! სასწრაფოდ გადასხით დესანტი მთელი დინამოთი მთელი პერსონალით ვიეტნამში სადაც ჩვენი ფეხბურთის კიდევ წამთ..ჩვენ კი არ გვინდა შტერების როლში ყოფნა...რომ იძახით კარგ ფეხბურთელს ვერ დაიჭერ ძალითო..კონტრაქტს თუ არ ემორჩილება ფეხბურთელი რამდენადაც ცნობილია ვერსად ვეღარ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ..და ამ საწყალ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება ახალგაზრდა რომელიც დაემორჩილება აპრობირებულ პრაქტიკას მსოფლიოში და ორმხრივად სასარგებლო კონტრაქტს მოაწერს ხელს.. როცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელი გადავა უფრო ძლიერ კლუბში რაც მომგებიანი იქნება მისთვისაც და მეპატრონისათვისაც..ასეა ყველგან ..მაგრამ ჩვენთან ფიზიკურად სუსტ ჯერ არშემდგარ ფეხბურთელს სასწრაფოდ ყიდიან და მის ნაცვლად ჩამოყავთ ყველასგან დაწუნებული მოთამაშეები (ძალიან დიდი გამონაკლისის გარდა)...ჩვენ გულშემატკივარს კი რომელიც სამართლიანად სარგებლობდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთის მცოდნის რეპუტაციით ძალით აყრიან ნაცარს თვალებში..და წლიდან წლამდე ერთიდაიმავე საკენკს გვიყრიან... სირცხვილია..

ნუგზარ ნუცუბიძე
08:53 20-08-2020
0

სიახლეები პოპულარული