წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს, მაგრამ... - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა...
მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
თქვენ ისეთი სიხარული მომანიჭეთ, სულ რომ ძალით გაუშვათ 10 გოლი, მაინც ვერ გავბრაზდები. მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან
ლადო
23 სექტემბერი 2020 11:20
5
ჭკუათმყოფელი ადამიანი გამარჯვებას ვერ მოგთხოვთ,მაგრამ გრანადასთვის,ეს საერთოდ პირველი მატჩია ევროთასებზე,ეს კი ისეთი დიდი სტრესია,რომ აუცილებლად ექნებათ დაძაბულობა.თუ მშვიდად შევხვდებით მათ შეტევებს და დასაწყისში შევაკავებთ,მათი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეცდომების დაშვებასაც დაიწყებენ.კონტრშეტევა რომ შეგიძლიათ წინა თამაშებმაც გაჩვენათ.თქვენ თქვენი თამაში ითამაშეთ და შანსი,აუცილებლად მოგეცემათ,მერე კი,ყველაფერი ღმერთის ნებაა.თუ აქამდე ჩვენს თხოვნას ისმენდა,ამის შემდეგ რატომ არ უნდა გვქონდეს, მისი იმედი?ასე რომ,ითამაშეთ თავისუფლად ბიჭებო.ითამაშეთ ღირსეულად და მიიღეთ სიამოვნება.კარგ თამაშს ყველა დააფასებს და დაგიფასებთ.
სოსო
23 სექტემბერი 2020 11:45
6
გრანადამ წინა ეტაპზეც ითამაშა ალბანეთში და მარტივად 4-0 მოუგო ტეუტას.
zaza
23 სექტემბერი 2020 12:34
0
ალბანეთში მოიგეს 4-0.
gigla
23 სექტემბერი 2020 13:17
0
ყველა გამოხმაურება
აი, ზუსტად ეგრე დაძაბულობის გარეშე თამაშისას ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს...
სხვა რამ, თუ არა, თავსატეხი შეიძლება მაინც გაუჩინო მოწინააღმდეგეს...
buba
23 სექტემბერი 2020 14:54
2
არ ინერვიულოთ და არ დაიძაბოთ,თავისუფლად ითამაშეთ.აუცილებლად მაღალ,აგრესიულ პრესინგს ითამაშებენ დასაწყისში.კონტრშეტევაზე გაქცევის შანსი გექნებათ და ეგ საქმე კარგად იცით.თუ ღმერთმა ქნა და გაუტანეთ,სულ გადაირევიან და მანდ წააგებენ,ბარათებსაც მიიღებენ და შეიძლება ვინმე გაუგდონ კიდეც.თქვენი ტექნიკური ფეხბურთი ითამაშეთ და ყველაფერი კარგად იქნება.ყველას გვჯერა თქვენი,რომ სულს და გულს ჩადებთ თამაშში!ღმერთი თქვენსკენ!!!
ნუკრი
23 სექტემბერი 2020 14:07
0
თავდაბლობა კაია მარა მოგება შეგიძლიათ და ვიცი ყველაფერს გააკეთებთ ამისთვის
შოკირებული გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2020 14:03
1
ამ მწვრთლზე დიდი სიმპატიები გამაჩნია, განსაკუთრებით ზესტაფონს როცა ედგა სათავეში. მაშინ ზესტაფონი დინამოს რასაც უშვებოდა ყველა ვხედავდით. და სხვა გუნდებს აღაც ჩამოვთვლი. ჯერ მარტო ბრიუგესთან ნათამაშები 3:3 რათ ღირს. ასე რომ ამ მწვრთნელის მჯერა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. გამეხარდა ნამდვილად თუ ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს ცნობილი გუნდების სტადიონებზე.
დიტო
23 სექტემბერი 2020 14:45
3
გრანადამ 4 ოფიციალური მატჩი მოიგო, ორი ევროპა ლიგაზე ორი ლა-ლიგაში, სტატისტიკურად გრანადა არაა იმ სიძლიერის გუნდი რომ მეხუთეც მოიგოს და წესით მოსაგები თამაში უნდა წაააგოს, როგორც ეს ლოკოს შემთხვევაში მოხდა როცა საჩხერესთან წააგეს 4 მოგების შემდეგ თან რა გუნდებთან? იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ შემდეგ ეტაპზე ლოკო გავა, მაგრამ რომც გამოვარდეს არ გავბრაზდები უბრალოდ გული დამწყდება. წარმატებები და შემდეგ ეტაპზე მენახეთ. ისიამოვნეთ თამაშით.
roma bejanidze
23 სექტემბერი 2020 13:01
3
სიმართლე თქვა...
დანიშნეთ ეს ადამიანი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, კარგ ფეხბურთს ითამაშებს!
Geo
23 სექტემბერი 2020 19:38
4
მთავარია ეს შემადგენლობა შეინარჩუნოდ შემდეგი სეზონისთვის და თუ ცოტა ბედიც თუ გაგვიღიმებს შეიძლება ჯგუფურ ეტაპეც მოვხვდეთ, ლოკოსი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენი ზოგიერთი გუნდებისგან განსხვავებით, ევროტურნირის შეხვედრებზე მუხლების კანკალით რომ გადიან და წინასწარ შეგუებულები რო არიან დამარცხებას, ეს ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან მოწინააღმდეგე გუნდის ავტორიტეტის მიუხედავად
ალეკო
23 სექტემბერი 2020 13:53
2
1.05 განა სან მარინოს გუნდს ეთამაშებიან. მასეთი ფავორიტიც არაა გრანადა. თუ კრაიოვას და დინამოს უგებ გრანადას დამარცხების უნარიც გაქვს.
იკა
23 სექტემბერი 2020 13:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული