"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
საამაყოა თქვენი თავდადება და ფეხბურთისადმი სიყვარული გოგოებო, მაგრები ხართ!
ნამდვილად მეტს იმსახურებთ და დარწმუნებული ვარ მიიღებთ, რადგან თქვენი წარმატებით სხვა გზა არ დაუტოვეთ!
სამწუხაროა ასეთი რეალობა, თუ არ გამოხვედი და სახალხოდ არ მიუთითე შეცდომებზე, არავის აინტერესებ! ალბათ ფიქრობენ, რომ იქნებ მოერიდოთ, არ ილაპარაკონ ხმამაღლა და ჩვენ მეტი დაგვრჩება!
სამარცხვინოები ხართ ვისაც გეხებათ ეს ამბავი და სამარცხვინოები დარჩებით მას მერეც რაც ტაშ-ფანდურით გადასცემთ ეკიპირებას! და ეს "სამარცხვინოება" გაგყვებათ მთელი სიცოცხე!
ირაკლი
20 ნოემბერი 2020 17:36
1
კობი, არ გინდა რა.... ! გადადექი! მითუმეტეს ნაცებიც არ გვინდა! მაგათ (ნაცების მმართველობის დროს მოასწრეს) დროს დაანგრიეს ლაჩხუთის 28 ათასიანი სტადიონი და "გურია" გაასწორეს მიწასთან! წელს კი ლანჩხუთში საფეხბურთო აკადენია აშენდა და გაიხსნა, მაგრამ მაინც...! კობი მთელი შენი სასტავი სწაიყვანე და გადადექით!
aburjga
20 ნოემბერი 2020 18:52
7
ხალხმა ხმა რომ ამოიღოს ძალიან უხეში კომენტარით უპასუხებენ გულშემატკივარს და საერთოდ პასუხი რომ მოთხოვო ყოფილი ფეხბურთელების სასტავი საერთოოდ ფიზიკურ ძალადობაზე გადავა. ასე არ იყო მაკედონიასთან თამაშის მერე? ამ გოგოების ფულსაც ეგენი ჭამენ.ასეთ პირობებში ჩვენი გმირი ჩემპიონები არიან და სხვა გუნდები რა პირობებში იქნებიან ალბათ ხვდებით. ბიზნესს ვერ დააინტერესებ ასეთ პირობებში რომ მოვიდეს კორუფციის სამეფოა აქ და მემგონი კატეგორიულადაა მოსათხოვი, როგორ ლაპარაკობენ გოგოები ასე მემგონი მხოლოდ საქართველოში ეპყრობიან გმირებს
Haaland
20 ნოემბერი 2020 18:39
3
ფედერაციავ,მიხედეთ ამ კლუბს.ხო ხედავთ წარმატება მხოლოდ ამათ მოგვიტანეს ფეხბურთში.რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ გოგოებმა მართლა ჯიგარი დადეს მოედანზე,განსხვავებით კაცთა კლუბებისგან,ნაკრებისგან და გაგვახარეს.სახელმწიფომ სწორედ ამათ უნდა მიაქციოს ყურადღება,რომ განვითარდეს ეს წარმატება.სურცხვილია როცა გულანთებული სპოტსმენები დაუფინანსებლობისგან იჩაგრებიან და უთავმოყვარეო-განებივრებული სასტავი ტყუილად წოვს სისხლს ამ ქვეყნის ბიუჯეტს
ალექსი
20 ნოემბერი 2020 17:26
3
აბა ვაფინანსებთო??? ეხლა მივა ციღაც ამათთანაც და ეტყვის თუ გაჩუმდებით , ახალ ბუცებს დაგირიგებთ სუყველასო. :დ ///// საწყალი საქართველო , სადამდე უნდა ღრნან ეს ქვეყანა ამ მუქთაღორებმა!!! / მემგონი ამ გოგოებმა უფრო მეტი სათქმელი თქვეს და გაააკეთეს ვიდრე იმ ჯოგმა ამასწინეეებზე რო თავს ლაფი დაგვასხა!
Vasili
20 ნოემბერი 2020 17:01
4
ვაი სირცხვილო. ფედერაციას სად აქვს თავი გამოსაჩენი. ამის შემდეგ ხვალ მივა გაბრიყვებული ამომრჩეველი და ხმას მისცემს კობიაშვილს. ნახევრად პარლამენტარ და ნახევრად პრეზიდენტს. ცხვრების ფარა ვართ, ნუ გაქვთ მერე პრეტენზიები ტურნირების მოგებაზე!
გიო
20 ნოემბერი 2020 20:56
6
კობიაშვილი-კალაძე,მთავრობა-ბიძინა,აუცილებლადაა გასაგზავნი კურორტ,"მზიანი მაგადანი",მინიმუმ 10 წლიანი საგზურით.
გივი-გია
20 ნოემბერი 2020 17:14
10
კობიაშვილის რამე საყვარელ განცხადებას დიდი ხანი ველოდოთ?
გიორგი
20 ნოემბერი 2020 17:01
3
რა იმედი მქონდა რომ კობიაშვილი მიხედავდა ფეხბურთს.სად მიგაქვთ ეს მილიონები გუნდებს ვაფინანსებთო რომ იძახით მარტო ფიფიას და მისნაირებს ურიცხავთ რომ გააპარტახეს მთელი ფეხბურთი.წადი კობი ხალხის სიყვარულს არაფერი ჯობია ამ ქვეყანაზე და მითუმეტეს შენ როცა ამხელა ამაგი გაქ ფეხბურთელობის დროს გაწეული ნაკრებისთვის და ყველა პატივს გცემს.ნუ გაგიწყდება შუბლის ძარღვი თორემ დიდი ხანი ვერ იქნები პოლიტიკაში და პატივისცმასაც დაკარგავ.და იმ გოგოებს რაღაც პრემია მაინც მიეცით ერი გაახარეს (თქვენიდან განსხვავებით)
თემური
20 ნოემბერი 2020 22:32
1
ვისაც გეხებათ დაეხმარეთ ამ გუნდს! ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
ave
20 ნოემბერი 2020 16:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული