ქალთა ჩემპიონთა ლიგის "ნოკ-აუტის" პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ "ლანჩხუთის" მეტოქე "როსენგარს" 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურდა, მაგრამ შეხვედრა თბილისში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" გვერდით ქართულმა კლუბმა გაავრცელა.
"ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ "ლანჩხუთსა" და ქსკ "როსენგარდს" შორის, 9 დეკემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება".