"ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ..." - "ნიკე" ჩემპიონთა ლიგას "ტვენტეთი" იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 18 აგვისტოს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "ტვენტე" თბილისის "ნიკეს" უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, გასულ წელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე წარმატებას მივაღწიეთ - "ლანჩხუთმა" ძირითად ეტაპზე გასვლა მოახერხა.

ყოფილ ფეხბურთელ გივი კვარაცხელიას, რომელიც "ნიკეს" მთავარი მწვრთნელია, SPORTALL.GE ენსხედეში დაუკავშირდა:

"განწყობა საბრძოლოა, ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. მეტოქე ძალიან ძლიერია - თამამად ვიტყვი, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიმაჩნია.

რაც გასულ წელს "ლანჩხუთმა" მოახერხა, ეს ძალიან სასიამოვნო ისტორიაა. ახლა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, თუ რა შეგვიძლია".

Sportall.Ge

"ტვენტემ"
ერედივიზიონის გასულ სეზონში პსვ-სა და "აიაქსს" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. სხვა ნიდერლანდური კლუბებისგან განსხვავებით, ენსხედელები საკუთარ კარში საკმაოდ ცოტას უშვებენ. ბოლოდროინდელი ამხანაგური მატჩებიდან გამომდინარე, ჩვენი მეტოქე იდეალურ ფორმაში არ უნდა იყოს, თუმცა ის ძალიან ძლიერი და გამოცდილია.

ქალთა ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით იმართება. წყვილში გამარჯვებული სერბულ "სუბოტიცას" ან ირლანდიურ "პიმაუტს" დაუპირისპირდება. დამარცხებული მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ.

ენსხედური შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული