![](https://sportall.ge/pictures/image5/eee65ec92de628297c6ac4dfda7bb2d6.jpg)
მოგეხსენებათ, გასულ წელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე წარმატებას მივაღწიეთ - "ლანჩხუთმა" ძირითად ეტაპზე გასვლა მოახერხა.
ყოფილ ფეხბურთელ გივი კვარაცხელიას, რომელიც "ნიკეს" მთავარი მწვრთნელია, SPORTALL.GE ენსხედეში დაუკავშირდა:
"განწყობა საბრძოლოა, ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. მეტოქე ძალიან ძლიერია - თამამად ვიტყვი, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიმაჩნია.
რაც გასულ წელს "ლანჩხუთმა" მოახერხა, ეს ძალიან სასიამოვნო ისტორიაა. ახლა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, თუ რა შეგვიძლია".
!["ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ..." - "ნიკე" ჩემპიონთა ლიგას "ტვენტეთი" იწყებს Sportall.Ge](/pictures/artimages/original/05440f62b4370b0bcfbf0563c63a431b.jpg)
"ტვენტემ"
ქალთა ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით იმართება. წყვილში გამარჯვებული სერბულ "სუბოტიცას" ან ირლანდიურ "პიმაუტს" დაუპირისპირდება. დამარცხებული მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ.
ენსხედური შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს