ჩაკვეტაძის 70 წუთი და "ანორთოსისის" ხელიდან გაშვებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
ორი თვის უთამაშებელი „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ფლორასთან“ კონფერენს ლიგის უკანასკნელი ტურის მოგებულ საშინაო მატჩში (1:0) სასტარტოში დააყენეს და 70-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე.

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც გადახალისებული შემადგენლობით იმის გამო თამაშობდნენ, რომ პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღდეს, თუმცა შესვენებამდე სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის მცველმა პიურგმა ჩაკვეტაძის შეტევის წესების დარღვევით შეჩერების გამო ყვითელი ბარათი მიღო, ხოლო 38-ეზე გიორგიმ ბურთი კარს ააცილა.

51-ე წუთზე "გენტის" თავდამსხმელმა ბრუნომ გამარჯვების გოლი გაიტანა, 70-ე წუთზე კი
ჩაკვეტაძე შეცვალეს.

ამავე B ჯგუფში „ანორთოსისი“ ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში ქეცბაიას გუნდი პლეი-ოფში გააღწევდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა - 1:1. გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ნიკა კაჭარავა 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა - მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი.

მოკლედ, 1/16-ფინალში "გენტი" და "პარტიზანი" გავიდნენ, "ანორთოსისმა" კი შანსი ხელიდან გაუშვა და მესამე ადგილზე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაკვეტაძეს მალე ქეცბაია წაიყვანს!
ზურა
14:34 11-12-2021
0
წარმატებები გიოს!!! იმედია, მომავალ წელს ჩვეულ ფორმას აღიდგენს...
tngh
16:12 10-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული