აზაროვი "ოლიმპიაკოსში" ისევ აინტერესებთ - "უკეთესი შეთავაზება დასჭირდებათ"

AutoSharing Option
ბერძნული Sportdog-ი ირაკლი აზაროვის მიმართ "ოლიმპიაკოსის" დაინტერესებაზე კიდევ ერთხელ წერს:

"ბერძნული გრანდის მთავარი მიზანი მარცხენა მცველის შეძენაა. ახლა მთელი ძალისხმევა "პარმას" 20 წლის ფეხბურთელ ვასილის ზაგარიტისზეა, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

"ოლიმპიაკოსში" ირაკლი აზაროვზე ისევ ფიქრობენ. შესაძლებელია, ქართველმა ფეხბურთელმა თურქული "ტრაბზონსპორიდან" გაუმჯობესებული წინადადება მიიღოს, ხოლო, თუკი საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერი მის შეძენას გადაწყვეტს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი პირობების შეთავაზება დასჭირდება."

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ფლანგელის თურქეთში ტრანსფერის ჩაშლის მიზეზად პირობებზე შეუთანხმებლობას ასახელებენ.

altბომბი-ტრანსფერი აზაროვის ნაცვლად - "ტრაბზონსპორი" მარსელოს უმიზნებს

altაზაროვის "ტრაბზონსპორთან" ტრანსფერი შეჩერებულია

alt

61saat: აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემაა - ბათუმის "დინამომ" ფასს მოუმატა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგადად სამწუხაროა, რომ ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი (ალბათ რამდენიმე გამონაკლისით) ფულზე შეყვარებული ეგოისტი აგენტების ხელში ხვდება :|
რამდენი ფეხბურთელი გვეყოლებოდა ტოპ-ლიგებში, მათ, რომ საშუალება ჰქონდეთ ნორმალურ საერთაშორისო სააგენტოებთან ითანამშრომლონ ახალგაზრდობიდანვე...
Just Georgian
08 იანვარი 2022 15:01
0
იცით სად წავა? სადაც ჯუღელი ეტყვის! იცით რატომ? იმიტომ,რომ მთავარია კაი მაყუთი მოჭრას და თუ გინდათ ბამბიქტონი ათამაშეთ! კვარაცხელიაც იმიტომაა ჩუმათ! და სხვა ქართველი ფეხბურთელწბიც მასე იზამენ,იმიტომ,რომ ძალიან შიათ!!!
ზურა
08 იანვარი 2022 01:37
2
მართლა მიკვირს ამ ხალხის, გაუშვებს გუნდი რატო გაუშვებსო, ძვირს დააფასებს კარიერას უნგრევენო.. ბოლო ბოლო უნდა გაუშვან ქართულმა გუნდებმა იაფად ფეხბურთელები თუ არა??
აზაროვში მოთხოვნილი თანხა არალოგიკური არარის, მესმის რუსეთი არგინდათ, მაგრამ თურქეთზე რატო გაგიჟდით? თურქეთიდან ევროპაში წასული ფეხბურთელები გახსენდებათ??? მგონი რუსეთიდან უფრო ადვილად მიდიან ვიდრე თურქეთიდან..
Gio
07 იანვარი 2022 22:20
3
რა პრობლემაა! ბოლო სიტყვას ჯუღელი ამბობს :)
კირკიტა
07 იანვარი 2022 19:37
4
ამ ჯუღელს ხო იმენა გაიწყალეთ საქმე რაგინდათ ხალხოო რააა არველაძის არიკოს კაი გოლს გავიტანდი ან რაგაცას მაგარსო შეხედე რა გაკეთა ამისს დ.ე.დ.ა.ც.ო ცუდათ ვითამაშევდიო მაინც გინებაოო ვერც ჩვენ ვერ გაგვიგია რაი გვინდაა ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და მერეე ვწეროთ კომენტარები ....... წარმატებებიი ირაკლის და ყველა ქართველ ფეღბურთელს ირაკლიი ტუნდაც რო დარჩესაქართველოში არიქნება არც ეგ ცუდიი ნაბიჯი დამიჯერე ჯერ 19-წლის ხარ წინ გაქ მთელი ცზოვრება გაგრძEლეე ისევ ისე ყველაფერი და რაც გიწერია არაგცდება მიტუმეტეს ჯერ ქართულ კლუბთან ერთად მიახწიე წარმატებას და მერე უფრო მაგრად დაფასდები!!!!
am jugels kide xo
08 იანვარი 2022 01:18
3
რა გაუწყალეთ ამ აზაროვს საქმეზუსტადაც უნდა აწიოს ფასი და ადვილად არავინ არუბდა წავიდესს არაავის სახვეწარი არგვჭირს გინდა თუ არა წაიყვანე თქო!!!!
haloo
07 იანვარი 2022 18:49
2
დაელოდეთ,ცოტა ხანში ყაზანის პროვინციაში რუბინში აღმოჩნდება..შემდეგ რეალი და ბაიერნი დაიწყებენ ტაცაობას როგორც გოლნახევარა კვარაცხელია წაიყვანეს..რაც მთავარია ჯუღელის ხელში კვარაცხელიას მცველები ატარებენ,ამას კი თავდასხმელები ექნება გასატარებელი..
soso
07 იანვარი 2022 16:47
55
სადაც არ უნდა წავიდეს გაჯობებს როგორც კაცობის ისე კარიერის თვალსაზრისით. შენ იჯექი კომპიუტერთან, აკეთე კომენტარები და გასკდი შურით.
დიდუბელი
07 იანვარი 2022 17:46
1
ჯერ ერთი,რუსეთის ლიგა,ევროპულ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა,თურქეთი და საბერძნეთი კი,მე-15-16 და მეორე,ესპანეთმა გაატანინა გოლი,ჯუღელის ხათრით და კინაღამ ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა თუ შვედეთმა გაატანინა ორი გოლი და ამის გამო,მეორე ადგილზე დარჩა?რამდენი გადაუხადა ჯუღელმა,ეგეც გეცოდინება, სავარაუდოდ.იაფად ნამდვილად არ გაატანინებდნენ.ან ჯუღელს რას ერჩი?თვითონ ხვიჩა აცხადებს,ოჯახის მეგობარია და სრულიად ვენდობითო,ხვიჩას მამაც,ყოფილი ფეხბურთელი და არც ცუდი ფეხბურთელი(აზერბაიჯანის ჩემპიონატში,საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ერთი თამაში,მათ ნაკრებშიც კი ითამაშა),უკვე კაი ხანია,რაც მწვრთნელია.ასე რომ ფეხბურთში ბევრი არაფერი ესწავლება და რაკი ენდობა ჯუღელს,ესე იგი სანდოც არის.შესაძლოა ვერ იყოს მაღალი დონის აგენტი,მაგრამ ეგ სხვა რამეა,ხოლო რასაც აბრალებ,ეგ სულ სხვა.მქნელმა ერთი ცოდვა ჩაიდინა,დამბრალებელმა კი,ათასიო.ბათუმი ძალიან სწორად იქცევა,ირაკლის ფასს მაღლა რომ უწევს.თუ იყიდიან,იმ ფასად უნდა იყიდონ,რომ მისი სკამზე დასმა არ უღირდეთ.თუ არ გადაიხდიან,არც მაგით წახდება რაიმე,რადგან ბათუმში სათამაშო დროც შეუზღუდავად ექნება,ხელშეწყობაც,ნაკრებში თამაშითაც აიმაღლებს კლასს და ზაფხულში,ევროთასებზე თამაშითაც.შემდეგ კი,მისი მაზანდა,გაცილებით აწეული იქნება.ირაკლიც მოიგებს და ბათუმიც.
სოსო
07 იანვარი 2022 17:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული