მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსულმა Sport24-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელ კონსტანტინე მარადიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის ნაწილია, სადაც 21 წლის ნახევარმცველი საქართველოს ირგვლივ საუბრობს:

"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...

დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...

ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.
ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო.
რთულია, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს...

Sportall.Ge

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან... 

"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...

2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.

altიაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

altცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნიჭიერი ბიჭია,მაგრამ თავს რუსად მიიჩნევდა და ახლა რა შეიცვალა,არ ვიცი.შეიძლება გაიზარდა და ფიქრი დაიწყო.ღმერთმა ქნას.შვილს რომ მშობლიურ ენას არ ასწავლი,რა თქმა უნდა მშობელს ეკითხება პასუხი.ებრაელებმა 26 საუკუნე,დევნილობაში შეინარჩუნეს ენა,ტრადიციები და რელიგია.ჩვენ რა უბედურება გვჭირს?შვილებისთვის ვერ გვისწავლებია და შვილიშვილები უკვე არაქართველებად იზრდებიან.ალბათ ამიტომაა ისრაელი ასე ძლიერი და საქართველო;-ასე სუსტი.
სოსო
15:19 10-01-2022
3
მე ამ ბიჭს როგორ მოვთხოვო საქართველოს სიყვარული თუ საკუთარ ოჯახში არ აღმოჩნდა მშობელი რომელმაც ასწავა ქართული ენა ქართული კულტურა და სამშობლოს სიყვარული ? მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მოსკოვში მეგობრები მყავს იქ ქართველები და ძალიან სამწუხაროა რასაც ვხედავ იქ მყოფ ქართველებს უკვე რუსი ცოლები ჰყავთ იმათი შვილების 90% ქართულად ვერ ლაპრაკობს და 100% რუსულ კულტურასთან არიან შერწყმულები და ჩემი აზრით ეს არ არის რუსეთის ბრალი ეს არის იმ კონკრეტული მშობელის ბრალი რადგან თუ მშობელმა არ ასწავა შვილს მშობლიური ენა საკუთარი სამშობლოს სიყვარული პატიოტიზმი სკოლაში მასწავლებელი საფრანეგთიში რომ იყო ფრანგულად დაგელაპრაკება და გერმანიში გერმანულად პირველ რიგში ოჯახიდან უნდა ისწავლო სამშობლოს სიყვარული საკუთარი კულტურის და იდენტობის პატვისცემა და ბევრ ქართველსრუსეთში ეგ უკვე დაკარგული აქვს და იმათი შვილები ნახევრად რუსები არიან ხოლო იმათი შვილიშვილები ბოლომდე რუსები იქნებიან.
ებრაელებს სომხებს ამ საკითში ძალიან ჩამოვრჩეებით ებრაელი სადაც არ უნდა იყოს ან სომეხი თავის ისტორიას კულტურას ენას და ტრადიციებს არ კარგავს გადასცემს თაობიდან თაობას.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული