ევრო 2022. საქართველოს ნაკრები რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთთან 1:3 დამარცხდა.

ესპანეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განადგურების შემდეგ ჩვენს გუნდს უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანა და ფავორიტთან საბრძოლველად მზად იყო.

ტრავმა მოირჩინა ელისანდრომ, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში თალესმა ვერ შეძლო, რომელიც წინა შეხვედრაში დაშავდა. პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა - ელისანდრომ რონინიო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა. რუსებმა საპასუხო იერიშებით გვიპასუხეს და აბრამოვის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მოკლედ, თანაბარი თამაში იყო და მეტოქე იმ უპირატესობას ვერ ფლობდა, რომელსაც
ელოდა. შემდეგ მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა და მეკარე კუპატაძემ რუსების თავდამსხმელს გოლის გატანა არ დაანება. მერე შევუტიეთ და ელისანდროს დარტყმული ბურთი ორჯერ გოლკიპერმა მოიგერია. 37-ე წუთზე რუსებმა საჯარიმო გაითამაშეს, კარშიც დაარტყეს და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა კუპატაძე. სწრაფ კონტრშეტევაზე ბრუნო პეტრიმ სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მერე აბრამოვის დარტყმული ბურთი კუპატაძისგან ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი რუსები ჩიშკალამ დააწინაურა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის საკადრო პრობლემებმა იჩინა თავი, ხოლო ვიზავიმ თავისი გრძელი სათადარიგოთა სკამით ისარგებლა. თუმცა ასათიანის შეგირდები არ დანებდნენ, თოფურიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ელისანდრომ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მორიგი შეტევისას ჩიშკალა კუპატაძესთან ერთი-ერთზე გავიდა და მეკარემ კვლავ გადაგვარჩინა. შემდეგ საჯარიმოდან აბრამოვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

ბოლოს კუპატაძის ნაცვლად მოედანზე სებისკვერაძე შევიდა. მეკარე პუტილოვმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, კონტრიერიშისას კი მესამე გოლი გავუშვით და 1:3 წავაგეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებაა, ხოლო რუსეთი ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება.

საქართველო - რუსეთი 1:3

გოლები: 0:1 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 1:2 ჩიშკალა (28), 3:1 ჩიშკალა (40)

საქართველო (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, ვილიანი, რონინიო, ბრუნო პეტრი

სათადარიგოები: ბუკია - ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო

მკითხველის კომენტარები / 23 /
მადლობა!!!
tngh
16:08 02-02-2022
0
რა მადლობას უხდით თქვენ რეალობას ვერ ხედავთ?რომელი იყო ქართველი?ბრაზილიელი ყივჩაღებით გაავსეს ნაკრები,ეთამაშებინა რუსეთან ქართველი ყველა,თავს შეაკლავდნენ და მოუგებდნენ,,ასათიანის ყველაფრის მიზეზი
gaga
12:55 02-02-2022
12

სიახლეები პოპულარული