თბილისის "დინამო" საქართველოს ნაკრების კანდიდატით გაძლიერდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მარჯვენა მცველი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

ნიკა მალი "საბურთალოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. მალიმ თბილისურ კლუბთან ერთად სამივე შიდა ტურნირი - ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო. ამასთან ერთად, მან გუნდთან ერთად ევროტურნირებზეც იასპარეზა. ​

რაც შეეხება ნიკა მალის სანაკრებო კარიერას, მარჯვენა მცველს საქართველოს 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში 10-10 მატჩი
აქვს გამართული, 2020 წელს კი მან ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამართა.

საკლუბო კარიერა:

2017-21 | საბურთალო | 103 მატჩი | 6 გოლი | 11 საგოლე გადაცემა

სანაკრებო კარიერა:


2016-17 | საქართველო U19 | 10 მატჩი

2019-20 | საქართველო U21 | 10 მატჩი

2020 | ეროვნული ნაკრები | 1 მატჩი

fcdinamo

altთბილისის "დინამო" ბულგარეთის ჩემპიონთან უხეში შეცდომის შედეგად დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი ტრანსფერია. მალი ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და სულ მიკვირს საზღვარგარეთ ნორმალურ ჩემპიონატში რატომ ვერ გადავიდა.
ასეთი ტრანსფერები ვიღაც გაურკვეველ "საიმონ ბენიოებს" ნამდვილად ჯობს
Superman
18:43 08-02-2022
2
და ამან ვის მაგივრად უნდა ითამაშოს? მგონი უაზრო იყო ამის გადმოყვანა
ლადო
17:46 08-02-2022
5

სიახლეები პოპულარული