გაგიკვირდებათ და, ამის აზრს ვერ ვხედავ... - არველაძე თავისუფალ აგენტებზე

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალ სიტი" ზედიზედ 3 შეხვედრაში დამარცხდა. Hulldailymail-ი კი წერს, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება. მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და ზაფხულამდე დიდი დროა. ერთადერთი გამოსავალი თავისუფალი აგენტების მოძებნაა.

ქართველმა სპეციალისტმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:

"გაგიკვირდებათ, თუ დავინახავთ, რომ ფეხბურთელი უფასო ტრანსფერის მეშვეობით უახლოესი 10 დღის განმავლობაში არ შემოგვიერთება. მისი დამატების აზრს ვერ ვხედავ, რადგან გუნდთან ადაპტაციას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ის დაგვიანდება".

"ჰალი", რომელიც ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება, თებერვალში კიდევ 4 შეხვედრას გამართავს.
ჩემპიონატი 7 მაისამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, არველაძემ სადებიუტო მატჩში "სუონსი" (2:0) დაამარცხა, ამის შემდეგ კი მისი გუნდი წარმატებას ვერ ახერხებს...

altარველაძე იმედგაცრუებულია - "ქულის მოპოვება შეგვეძლო"

altშოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
არა უშავს,რას იზამ.ისიც გასათვალისწინებელია,ამ სამიდან ორი გადმოსვლას ჩალიჩობს და ერთი კიდევ დარჩენას და როგორ იომებდნენ წარმომიდგენია.კარგია ტო წახვედი შუა სეზონში,დააკვირდები იქით-აქეთ,ნელ-ნელა მუღამს აუღებ და ახალ სეზონს უკვე იმედია მონზადებული შეხვდები.აბა ღმერთი შენსკენ და წარმატებები!
კახა ქ.
21:38 14-02-2022
1
ებრაული სიბრძნე: ღმერთო ჩემ შვილს პირველივე ჯერზე ნუ გაამარჯვებინებო.(((
ჰაჰა
14:05 14-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული