"რუბინი" აჩრდილად იქცა - რას წერენ ხვიჩაზე მისი წამოსვლის შემდეგ?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინიდან" წამოვიდა და ახლა ამ კლუბის მდგომარეობა ნაკლებად გვაღელვებს, თუმცა სანამ მათი ამბების გაგება "ჩვევაში" გვაქვს, საინტერესოა, ლეონიდ სლუცკის გუნდმა ქართველი ლიდერის გარეშე როგორ ითამაშა და ამაზე რუსულ მედიაში რას წერენ.

ყაზანელები ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ, ამჯერად რუსეთში დარჩენილ ერთადერთ ქართველ, გია გრიგალავას "ხიმკისთან" -2:3. ქართველმა მცველმა დასკვნითი 5 წუთი ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ, Match TV წერს:

"რუბინი" გასული სეზონის აჩრდილად იქცა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ გრანდში ვერ გადავიდა,
ამას ტრავმაც დაერთო და მან ფორმა დაკარგა. ახლა ხვიჩამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა. მანამდე, სხვა მოთამაშეები (დროებით) წავიდნენ. კლუბის ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთველ ლეონიდ სლუცკის მიმართ ისევ დიდი ნდობა აქვს."

შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ ფიფას მინიჭებული უფლება გამოიყენა და ყაზანელებთან კონტრაქტი შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ მან ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ზაფხულში კი იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ. ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან გამოდიოდა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა.

altკვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინმემ იცის რა ხდება ზურიკო დავითაშვილის გარშემო?
რუბინის კლუბის საიტზე ხვიჩა შემადგენლობის "ატზაიავლენინშია", ხოლო ზურიკო "ზაიავლენინში'უწერიათ. საიდან - სადაო?
ვაჟა მასწავლებელი
04 აპრილი 2022 01:02
0
გრიგალავასგამ არ გაგიკვირდეთ რო დარჩეს. ხიხო
sellforRICHS
03 აპრილი 2022 22:45
15
და იცი საერთოდ გრიგალავა ვინ არი? ქართველობის გულზე იბრძოდა მოედანზე სულ ჩხუბობდა თავით გაჰქონდა ამას წინათაც ცემა ვიღაცა, ეს არის რუსეთში ყველაზე უკომპრომისო და აგრესიული ქართველი პატრიოტი. კი არა ნაციონალისტი. საქართველოში არ ცხოვრობს მაგის ოჯახი, რუსეთში არის გაზრდილი და იქ ცხოვრობს პატარაობიდან. რუსეთის ნაკრებში იწვევდნენ ერთ დროს ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ მაგაზე მაგრამ დაახურა თავზე ყველაფერი საქართველოს ნაკრებში ითამაშა . ეგეც არ იცით საიდან მოვიდა და რა გზა აქვს გამოვლილი. ერთხელ ნაკრებში ზედმეტი წონით ჩამოვიდა და რო დააყარეთ კომენტარებში, იქ კლუბში მაგ წონით უპრობლემოთ თამაშობდა. მარა ნაკრებში რომ გამოიძახეს ვალდებული იყო რომ ჩამოსულიყო და აქ რო ნახეს რომ წონა ქონდა არ უნდა ეთამაშებინათ. მარა ხიზანები და მაზოხისტები რო გყავს ნაკრებში პირიქით შეაგდეს მინდორზე და ითამაშა. გახვიეს შარში დეგენერატებმა და შენ ეძახი კოდე ხიხოს ეხლა აქ არადა აზრზე არა ხართ ვიზე ლაპარაკობთ ცოტა აზრზე მოდით რა
9
04 აპრილი 2022 10:24
0
სასწრაფოდ რუსეთთან ამხანაგური დროზე . ხვიჩა კოშმარად გადაგექცევათ
X.
03 აპრილი 2022 22:43
6
თითქმის სამი სეზონი უთამაშია და თავდამსხმელმა მხოლოდ 9 გოლი? ნამდვილად არ ველოდი.
ბადრი
03 აპრილი 2022 18:40
19
ჯერ ერთი არ არი თავდამსხმელი და ჩათLაXი სლუცკი სულაც არ ავალებდა გოლების გატანას. მეორეც, შენი რუსეთი არავის აინტერესებს ნაკრებში ესპანეთს სანამ არ გაიტანა მანამდე არ აფეთქდა ევროპული პრესა. მაგითი გაჩნდა ინტერესი და ნაკრებში გაკეთებული საქმისთვის მიყავთ იქ. ნაკრებში თამაში არის გადამწყვეტი ფაქტორი მაგას უყურებენ ყველაზე მეტად. ესპანეთს რომ გაუტან და შვედეთს დუბლს შეუსრულებ დებილები კი არ არიან ხედავენ
chxiri
04 აპრილი 2022 10:44
0
არ არის ხვიჩა თავდამსხმელი და არც ყოფილა.
დემე
03 აპრილი 2022 19:36
0
დროა სლუცკიც წავიდეს, მაგრამ რომ წავიდეს სად უნდა წავიდეს!? რუსებს არსად უშევებენ!
მწრთვნელი
03 აპრილი 2022 16:51
0
ბარემ ერთიც გაეტანა და ორმაგი დუბლი ექნებოდა.დდდ
რრრ
03 აპრილი 2022 15:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული