"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "პაიდესთან" საშინაო მარცხის შემდეგ (2:3) კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"მგონია, რომ ერთი მარტივი რაღაც არის გულშემატკივრის წინაშე და მინდა, რომ ბოდიში მოვიხადო. ვფიქრობ, რომ განმეორებითი თამაში ღირსების მატჩია და როგორც დავთმეთ აქ ყველაფერი, ისე შეგვიძლია ყველაფერი უკან დავაბრუნოთ.

თუ სხვა რაღაცაზე შეიძლება ლაპარაკი, ვფიქრობ, რომ სასაუბრო არ არის, რადგან ასე არ შეიძლება... ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ ამას და განვიცდი. ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ თამაშს...

მეტოქემ გვაჯობა ხასიათით.
ჩვენ დავთმეთ და არა მეტოქემ მოგვიგო... ეს ჩვენი პრობლემაა და არა სხვისი... ხან ვიღაცასთან დავთმობთ ასე და ხან ახლა ვისთანაც დავთმეთ...

თამაშით, სიძლიერით, გუნდით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ რაც ხდება, მთავარი ეს არის და ესაა ხასიათი.

შემდეგ თამაშამდე ახლა ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. უნდა მივიდეთ იქამდე და შევხედავ... დაცვის ხაზში აქამდეც რომ იყო პრობლემები, თქვენც შორიდან ამჩნევდით და გუნდი ამის გამოსწორებაზე მუშაობს. ამას, სანამ აქ მოვიდოდი, მაშინაც ვხედავდი და ვფიქრობ, რომ გამოვასწორებთ.

მაგრამ არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩავდგე... ახლა არც დაცვას ეხება, არც მწვრთნელსა და თავდამსხმელს, ახლა იყო არაფერი ჩვენი მხრიდან, რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი და იქ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი. ამ დაცვითაც, ამ ნახევარდაცვითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ მომდევნო ეტაპზე.

ეს უნდა იყოს სხვანაირი ხასიათით ნათამაშები მატჩი. როგორც ბოლო თამაშს ატარებდნენ და უკანასკნელ რაღაცას აკეთებდნენ. ყველაზე მეტად გამოსასწორებელი ფსიქოლოგიაა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

altქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა, 90-წუთი მიდის თამაში და გუნდი 60-წუთს თავის ნახევარზე აგორავებს ბურთს, აბა ესე გინდათ მოიგოთ, დაანებეთ ბიძია თავი თამაშს და ნერვებს ნუგარ გვაწყვეტავთ, ბათუმის დინამოს თამაშს არუკურეთ? ნახეთ ბიჭებმა მტელი სული და გულით გაიხარჯნენ, რა ტემპი რა ტექნიკა რა ჯიგარი, თქვენ კიდე ბალეტი ითამაშეთ ტან საკუთარ ნახევარზე.
მე-14 სკოლა
11:12 08-07-2022
2
ამ ბენიომ რამდენჯერ უნდა "ივაჟკაცოს" და აჩუქოს გოლი მეტოქეს და საერთოდ ვიღაც "პაიდეს" ლეგიონერებმა ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკური მომზადებით შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ტაქტიკურად...არ ვიცი, სად სწავლობენ ან ვინ ასწავლის ასეთ თამაშს, გაუთავებელი გადაცემები გვერდზე, უკან, მეკარეს, მუდმივი ჟესტიკულაციები, ვინ სად დადგეს, გაიხსნას და ა. შ. აბა, თუ გაქვთ ნერვები, გადაახვიეთ და ნახეთ ჩვენი ფეხბურთელი რამდენ გადაცემას აკეთებს წინ, ზოგიერთი არცერთს! თვეები ველოდები ამათ თამაშს, და ვნახულობ ბოლოს საცოდაობას...
merabi-1960
12:19 08-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული