"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
რაებს ბოდიალობს ეს კაცი. მასე ბოლო წუთებზე გრანდებსაც ხშირად წაუგიათ.აგატაც კლასო აკლიათ? თან ბოლოს რომ მიაწერა ფეხბურთი არ ვითარდებაო. მერე გააკეთე გადაცემები მაგ საკითხზე. მარტო შეკვეთილ ტეწსტებს რო გამეორებიმენემ ჟურნალისტებს გინდა ოპოზიცია და გინდა პირიქით
პავლე
14 ივლისი 2022 11:40
16
წაგება თავისთავად დასანანია, მაგრამ ამ გარეწარის გასარჩევი რომ გახდება! ფუ!
თემური
14 ივლისი 2022 13:05
15
ქართულ ფეხბურთს არ ვუყურებო და ... ეს თუ ინტრიგანი არ არის, მაშინ საიდან იცის რომ ქართული გუნდები ხშირად აგებენ ბოლო წუთებზე.
ქუთაისი
14 ივლისი 2022 17:35
7
რამდნჯერ უნდა ვხსნა კაცო@ არ ვუყურებო, რომ თქვა ე.ი არ უყურებს! არ უყურებს და ისე ხედვას, შიგანი ხედვა აქვს, არსობრივი, იმანენტური. როდესაც თვალი სხვაგამ იმზირება, მაგრამ გონება მაინც ჭვრეტს.

ეს ხომ ასე მარტივია - არ გარეგნულად უყურებ დაშინაგანად ჭვრეტ! როგორც ადამს ედემში ხშინაგანი წყვდომა ყოველისა სულიერისა და უსულოსი! ასეა ეს კაციც და რა გახდა აქ სადავო?
შალვა
14 ივლისი 2022 18:22
1
ამან, სულ რომ თქვას, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გავხდი საქართველოსო, არავის აინტერესებს.
მიშა
14 ივლისი 2022 14:10
8
რატო ღმერთი არ გაიცინებს ამის სალაპარაკო, რომ ბათუმის დინამო იქნება?! ჩასაფრებულო სანაია! ბიჭები თამაშობდნენ, კარგად მონდომებულად და ბოლომდეც იბრძოლეს! ქართულ "ფეხბურთს არ ვუყურებო" აბა რა? რაში გაინტერესებს ყველაფერი ეროვნული? შენნაირები ხომ ვერ იტანთ სიტყვას "ქართულსაც" კი? დარწმუნებული ვარ ჩვენებს, რომ მოეგოთ, შენ სანაია, საერთოდ არც გამოჩნდებოდი! ეხლა კი სიამოვნებით გამოძვერი სოროდან და სისინებ არა? ერთი დაიმახსოვრე ბოროტო, შენი აზრი არავის აინტერესებს! მე პირადად მჯერა ჩვენი ბიჭების და მომავალში ბევრ სიხარულსაც მოგვანიჭებენ! ბათუმის დინამო! არ დანებდე!!!!!!
ნინი
14 ივლისი 2022 13:44
10
მთელი თამაში რა ტემპში ითამაშა გუნდმა ეს ვერ დაინახე ინიციატივა არ დაუთმია ეს არი გამოუცდელობა ასეთი ტურნირების მიმართ მეტი არაფელი, მიხედე შენ ჯურნალისტიკას სანამ კეზერა გადაგიხდის ფულს
Soso
14 ივლისი 2022 13:05
6
ამის ციტირებას რატო მოუხშირეთ? საფეხბურთო ექსპერტია? ხალხს უყვარს? მიზეზი რა არი?
ავტორს
14 ივლისი 2022 18:31
3
დედააა! რაღა გვეშველება, შენ თუ არ უყურებ ქართულ ფეხბურთს, რა?
ვახო! შენ დაუკარ!
14 ივლისი 2022 19:00
8
ბათუმის,, დინამო. ძლიერი გუნდია. წინ კიდევ მრავალი საინტერესო თამაშია სანახავი. ნუ აყვებით ღორის ფხანია ჭორიკანა ,,პატრიოტებს,,
,,ფეოლა,,
14 ივლისი 2022 18:19
5
ამის უფასო ანალიზები არავის რომ აინტერესებს არც ისტორიაში და არც ფეხბურთში, ვერ გაიგო?!..
დათო
14 ივლისი 2022 12:55
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული