"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
ვახოია სანაია, როგორი არა კვალიფიციური ჟურნალისტიც ხარ იმაზე უარესი ფეხბურთის ექსპერტიც ყოფილხარ. შენს არასწორ ცხოვრებას გადახედე.
რამო ბათუმი
14 ივლისი 2022 11:13
18
აბა ახსენი რითია არასწორი??
გიო
14 ივლისი 2022 12:07
17
რატომ კითხულობ, ექსპერტი თუ არ მოგწონს?
mamuka09ze
14 ივლისი 2022 11:12
12
უნდა წაიკითხო, რომ შეაფასო არის თუ არა ექსპერტი :))
გასკდა გული
14 ივლისი 2022 11:40
0
რუსული უკანა ეზოსთვის წავა ასეთი შედეგი. აბა ომი გინდათ?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14 ივლისი 2022 11:09
35
გაიტანეთ ნაცები თუ გინდათ რამეს ეშველოს საქართველოში.
odala
14 ივლისი 2022 12:52
4
რა არაფერი კეთდება ფეხბურთისთვის, ასეთი სტადიონი ბათუმში არაფერია? ესეც მყავს დიდი ექსპერტი
გოგა
14 ივლისი 2022 11:07
14
გენიოსია ეს ბიჭი რა ! ისეთი ტვინი აქვს, მსოფლიოს გულში რა დევს, ის იცის
####
14 ივლისი 2022 11:06
7
გაქრი შენი კამანდიანად))
წაიკითხე ხმამაღლა
14 ივლისი 2022 10:56
7
ექსპერტი გამოვიდა ხაზზე.
Wolf
14 ივლისი 2022 10:29
10
სხვათა შორის ეს ერთადერთი შემთხვევაა რაშიც ვეთანხმები
გია
14 ივლისი 2022 11:14
17
თავად როგორი ხარ? ეს გვღუპავს .... მეც მასე ვფიქრობ, არ მგონია თქვენზე ნაკლებად მიყვარდეს ქვეყანა, საქმე, ქართველი, ფეხბურთელი და მესმოდეს ფეხბურთი, ცინიზმს მოეშვი....
გუსანი
14 ივლისი 2022 11:13
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული