"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა

AutoSharing Option
"ასტანას" სერბმა ნახევარმცველმა დუშან იოვანიჩმა meta-ratings.kz-სთან საუბარში თბილისის "დინამოსთან" მატჩი შეაფასა:

"ორივე თამაში ძალიან რთული გამოვიდა. პირველ ტაიმში "დინამო" გვჯობდა, რაც მათ მიერ გოლის გატანასა და თამაშის წაყვანაში გამოისახა.

არ დავნებდით, ინიციატივა ავიღეთ და 2 სწრაფი გოლი გავიტანეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა ყველა ერთად გაგვაერთიანა და გვითხრა, რომ ჩვენი შანსები აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.

საბოლოოდ, ასეც გამოვიდა... 2-ჯერ ავიღეთ მეტოქის კარი და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ", - თქვა იოვანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "ასტანამ" "დინამოს" თბილისში 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ უფულობას ვჩივით, მაგრამ ტრანსფერმარკეტზე, რომ ნახოთ დინამოს ჯამური ღირებულება 10 მილიონამდეა, ასტანას - 14 მილიონი. ანუ არც ისე კოლოსალური სხვაობა არაა. სომხური წამყვანი კლუბების 5 მილიონის ფარგლებშია და გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ. ე.ი არ ვიცით საქმის კეთება და ესაა მთავარი მიზეზი...
დათო
21 ივლისი 2023 10:38
0
მარგველაშვილი არყოფილიყო საერთოდ გოლს ვერ გაიტანდით!!
beqa
20 ივლისი 2023 14:41
0
მანამდეც, რამდენი წუთის წინ პოზიციკრად რა სისულელე გააკეთა და მაგის გამო კინაღამ გაიტანეს გოლი, მაგრა ტეყავს, დაბულინგება გამოგვდის , მაგრამ ტიპი აშკარად აზრზე არ არის
ბს
20 ივლისი 2023 17:03
0
ორივე გოლის ეპიზოდში,დაცვა უბრალოდ იდგა და უყურებდა.ზოგიერთი კი,მაინც მეკარის დანაშაულზე ლაპარაკობს.ლორია ბურთს რომ შეეხო,ასე ძლიერად დარტყმულზე ,მაგის მოსწრებაც კი ძალიან ძნელი იყო და გასაკვირი არაა,ხელის გამაგრება რომ ვერ მოასწრო.თუმცა ,რა თქმა უნდა, მაინც შეიძლება შეცდომად შეუფასონ.უბრალოდ დაცვის პასიურობაა პირველ რიგში აღსანიშნავი და მხოლოდ შემდეგ,ლორიას თამაში.
სოსო
20 ივლისი 2023 14:32
0

სიახლეები პოპულარული