Geo Team: კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომიტივის" ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. მსგავსი თანხმობა კი საჭირო გახდა გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

altმარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის

altმარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ვინ არის ეს რუსი?
geo
13 აგვისტო 2023 20:36
4
ეუუუჰ, იყივლა ქართულმა გენმა, იქუხა წინაპართა სისხლმა, აინთი მოძმეთა ღვიძლი და გაიღვიძა ჯიშმა-ჯილაგმა!
დიახ, დიახ
14 აგვისტო 2023 01:37
0
არ გვჭირდება ეგეთი უსამშობლო არსებები. თუნდაც მესი ან რონალდო იყოს.
ჩელენგერი
14 აგვისტო 2023 00:55
1
Cccr
Gela
13 აგვისტო 2023 22:11
2
Ეს ბიჭი იმათ მაინც ხო სჯობია მეგრული გვარები რო აქვთ და აფხაზეთში ქართველი საჯიშე ბიჭების ზღვა სისხლი აქვთ დაქცეული.საერთოდ ხმას როგორ იღებ?
margalona-ს
14 აგვისტო 2023 06:16
4
არ გინდა მოინახულო შენი სამშობლო მისი დედაქალაქი ერევანი?
gurji
14 აგვისტო 2023 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული