"ალბათ, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია" - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვარსკვლავზე ისაუბრა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკმა" რუბრიკა "ხშირად დასმული კითხვები ხვიჩა კვარაცხელიასთან" შემოგვთავაზა და ვიდეო Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ანდრო ხელაძე "ნაპოლის" გარემარბს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს.

რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა "კვარას"?

"ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა, პენალტს რატომ არ ურტყამო? ვიქტორმა ბოლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ეს, ალბათ, მათაც იცოდნენ. ბელინგემს ვუთხარი, მაგარი "თრეშ თოლქერი" (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი. გაეცინა, მერე კი გავუტანეთ და 2:2 გახდა".

შეხვედრა მესისთან "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის
რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა, როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში. რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯობის სათქმელად... მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ".

ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე უხერხული ოპონენტი?

"კალაბრია ყოველთვის კარგად მეთამაშება, ძალიან კარგი ფეხბურთელია. სხვათა შორის, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, მე კი სულ ვპასუხობ, რომ როდესაც ვარჯიშებზე დი ლორენცოს ვეთამაშები, მის წინააღმდეგ ძალიან მიჭირს, სასწაული მოთამაშეა... მაგარი პროფესიონალია. იმედია, მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს".

ხვიჩა და რაფაელ ლეაო

"პირველ რიგში, ჩემთვის მოთამაშეზე მნიშვნელოვანი მისი პიროვნული მახასიათებლებია. რაფა ისეთი ადამიანია... ალბათ, შეიძლება ეს ბევრმა არ იცის, უმაგრესი პიროვნებაა. ზოგადად, რთულია იპოვო ასეთი ადამიანი ფეხბურთში. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც გოლის გატანას დიდხანს ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა. გოლი როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა. საოცარი ბიჭია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მისი წარმატება ძალიან მიხარია".

საუკეთესო სტადიონი, სადაც "კვარას" უთამაშია

"ალბათ, "ენფილდი". რაც შეეხება იტალიაში, თუ "სან სიროს" არ ჩავთვლით, "მარადონას სტადიონი". "მილანთან" და "ინტერთან" სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, "მარადონაზე" თამაშიც არ უხარია არავის", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

alt"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 30 /
დეკუ არისო დაინტერესებული კვარას შეძენითო და თუ ეს მართალია, იდეალური ვარიანტია.
F
20 ნოემბერი 2023 16:23
9
Wadi kvara barsashi da oqros burts moigeb 2weliwadshi.mesim miganishna gza da sityvasac shegawevs.mesi male didi figurad dabrundeba barsashi.
Gia
20 ნოემბერი 2023 16:24
13
დაუჯერე, მიყევი მინიშნებებს და მოიგებ.
data jumashkhia
20 ნოემბერი 2023 20:51
4
კვარა,მოუმატე ჩვენო სიხარულო ! დრო სწრაფად გადის...
ALONZO
02 იანვარი 2024 11:59
2
ნიკალა გადაიკითხე ხოლმე შენი ნაწერი .გამოდის რომ ბელინგემს კვარასთვის არაფერი არ უთქვია.
თამაზი
18 ნოემბერი 2023 13:46
2
ავტორი არაფერ შუაშია, თუ ვიდეოს უყურებთ ნახავთ, რომ ვიდეოშივე იყო ასეთი შეკითხვა და ავტორმა მისი ციტირება მოახდინა
თამაზას
18 ნოემბერი 2023 14:11
0
ბელინგემს კარგად მოუთმენია კვარას ამ სიტყვებზე.
ბადრი
18 ნოემბერი 2023 16:10
41
ალბათ იმიტომ, რომ იუმორის გრძნობა არ ღალატობს.
სოსო
18 ნოემბერი 2023 16:42
2
მე მაინც მგონია რომ ხვიჩასთვის სამი სეზონით პსჟ არის საუკეთესო ვარიანტი.
გარდა იმისა რომ საფრანგეთის ჩემპიონობის 90% აქვს სამივე სეზონში ასევე ლიგაზეც 90% აქვს სამივე სეზონზე მეოთხედფინალის თამაშისთვის.(იქნებ უფრო შორსაც წავიდეს).
და ცხადია საფრანგეთში ის გამოცდილება რასაც დააგროვებს მერე მაგრა გამოიყენებს ევროპის ნებისმიერ გრანდში.
ეს ჩემი აზრია.
წარმატებები კვარას!
ბათუმელი ექსპერტი
02 იანვარი 2024 09:59
13
da trashtalkuri ra iko magashi?
Degraf
18 ნოემბერი 2023 17:59
49
ოსიმენს ბოლო პენალტი გამაზული ქონდა და ეს კიდე ეუბნებოდა მიდი ვაჟკაც კიდე დაარტყიო. თან იცოდა რო ბოლო პენალტი გამაზული ქონდა და იცოდა რასაც ეუბნებოდა. ასეთ რაღაცეებს რომ ვერ ხვდებით და კიდე პრეტენზიები გაქვთ...
Fu
18 ნოემბერი 2023 20:20
6
აი ესეთი დებილები რო წერენ და აკომენტარებენ აქ ... ელემენტალური აზრი რო ვერ გამოაქვთ
zizi
18 ნოემბერი 2023 19:44
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული