"ალბათ, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია" - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვარსკვლავზე ისაუბრა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკმა" რუბრიკა "ხშირად დასმული კითხვები ხვიჩა კვარაცხელიასთან" შემოგვთავაზა და ვიდეო Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ანდრო ხელაძე "ნაპოლის" გარემარბს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს.

რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა "კვარას"?

"ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა, პენალტს რატომ არ ურტყამო? ვიქტორმა ბოლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ეს, ალბათ, მათაც იცოდნენ. ბელინგემს ვუთხარი, მაგარი "თრეშ თოლქერი" (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი. გაეცინა, მერე კი გავუტანეთ და 2:2 გახდა".

შეხვედრა მესისთან "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის
რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა, როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში. რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯობის სათქმელად... მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ".

ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე უხერხული ოპონენტი?

"კალაბრია ყოველთვის კარგად მეთამაშება, ძალიან კარგი ფეხბურთელია. სხვათა შორის, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, მე კი სულ ვპასუხობ, რომ როდესაც ვარჯიშებზე დი ლორენცოს ვეთამაშები, მის წინააღმდეგ ძალიან მიჭირს, სასწაული მოთამაშეა... მაგარი პროფესიონალია. იმედია, მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს".

ხვიჩა და რაფაელ ლეაო

"პირველ რიგში, ჩემთვის მოთამაშეზე მნიშვნელოვანი მისი პიროვნული მახასიათებლებია. რაფა ისეთი ადამიანია... ალბათ, შეიძლება ეს ბევრმა არ იცის, უმაგრესი პიროვნებაა. ზოგადად, რთულია იპოვო ასეთი ადამიანი ფეხბურთში. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც გოლის გატანას დიდხანს ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა. გოლი როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა. საოცარი ბიჭია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მისი წარმატება ძალიან მიხარია".

საუკეთესო სტადიონი, სადაც "კვარას" უთამაშია

"ალბათ, "ენფილდი". რაც შეეხება იტალიაში, თუ "სან სიროს" არ ჩავთვლით, "მარადონას სტადიონი". "მილანთან" და "ინტერთან" სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, "მარადონაზე" თამაშიც არ უხარია არავის", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

alt"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 30 /
მესი ადგა მაშინ, როცა სუყველას უთხრეს იჯექითო სკამებიდან არ ადგეთო დააქეთ-იქით არ იაროთო, და ეს გააკეთა იმისთვის რომ ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელი ჩამოერთმია.
უბრალოდ.
18 ნოემბერი 2023 20:14
7
კალაბრია მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია და ალბათ ღირსეული პიროვნებაცაა. გავიხსენოთ, რომ კვარას ისე ეთამაშა ერთხელ არ ჩაურტყამს კოჭებში და თამაშის დამთავრების შემდეგ როგორ გადაეხვია უკვე ჩვენს კოლხურ ლ-ე-გ-ე-ნ-დ-ა-ს!
ვაჟა მასწავლებელი
18 ნოემბერი 2023 14:06
5
ოფიციალურად სანამ ქართული ფეხბურთი ისევ ......ია კვარაცხელიას წარმატებებით ხდება ყველაფრის გადაფარვა და ნუ ცდილობთ ამ ბიჭზე ამოფარებით გაიპრავით თქვენი უსუსურობა და მაფიოზობა. კვარა არ არის ქართული ფეხბურთის პროდუქტი. დამოკიდებელი საქართველოს საუჯეთესო ფეხბურთელი დინამოდან რუსთავში გააგდეს თუ ვინმეს არ გახსოვთ. ყველაფერი რაც ამ ბიჭის გარშემო ხდება მხოლოდ მისი და მისი შრომის დამსახურებაა, რეალურად კი ისევ იმ ....... ვართ სადაც ვიყავით
დინამიტი
18 ნოემბერი 2023 14:23
11
მესის დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ შეადარეთ ხვიჩას ადილობრივი მოძულეებისას.))) კომედიაც აღარ არის, ზოგისგან გონების სიჩლუნგის დემონსტრაციაა, ზოგისგან კი ქართველთმოძულეობის.
გიორგი
18 ნოემბერი 2023 15:44
8
არ ველოდი ლეაო ასეთი დადებითი პიროვნება თუ იყო. ტიპაჟიდან გამომდინარე იბრაჰიმოვიჩისავით ავყია და ქედმაღალი მეგონა. გამეხარდა რომ ვცდებოდი...
ხვიჩა
18 ნოემბერი 2023 13:15
2
რას ამბობ ძმა, ეს ის კაცია რომელიც ვარჯიშზე, მოთელვაზე, თამაშის დროს, თამაშიდან გაყვანისას, და საერთოდ რომ ყოველთვის იღიმის, ჩემი აზრით ძაან პოზიტიური ადამიანია და ეტყობა კვარაც მაგრა ევასება, ძმურად, პირველი თამაშებიდანვე შევატყვე.
მალხაზ ჯობავა
18 ნოემბერი 2023 13:59
1
უმაგრესი ინტერვიუ იყო. მინდა ბევრჯერ მისცეს ინტერვიუ საქართველოში. თუ პოლიტიკასთან ასოცირებულ ჟურნალისტებთან არ უნდა, პირველ არხს ან ანდროს მსგავს ახალგაზრდებს დაუჯდეს ინტერვიუზე. მაყურებელს გვინდა მისი ხშირად მოსმენა. კიდე ბევრი რამე არ ვიცით და ხვიჩას რომ აქვს მოსაყოლი იმდენი ვის აქვს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ეთამაშება. სკუდეტოს მოგებაზე და გასულ სეზონზე არაფერი უთქვამს, როგორ მივიდნენ აქამდე, რას გრძნობდა პირველ თამაშებზე, როგორ შეეგუა თავს დამტყდარ ამხელა წარმატებას, როცა სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში თამაშობდა და ჩვენს ყანა სტადიონებზე დარბოდა გასვლებზე. ერთადერთი ცნობილი ადამიანია საქართველოში, ვისი ინტერვიუც მაინტერესებს რადგან ამ წელიწადნახევარში იმხელა ამბავი გადახდა, ერთი წიგნი მარტო ამ ისტორიაზე დაიწერება. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას მარა ისეთი ხალხია გამოჭენებული სოც.ქსელებში და გადაცემებში,ვინც არ გვაინტერესებს და ისეთი არაფერი შეუქმნიათ, ხვიჩა კი არ გვიყვება არაფერს თავის თავზე. იმედია კარიერას რომ დაასრულებს და ამხელა წნეხი არ იქნება მასზე, მერე მოყვება ყველაფერს, რაც საფეხბურთო თვალაზრისით გადახდა თავს. მესისთვის ხელის ჩამორთმევა ყველაზე უმნიშვნელო იქნება იმ ისტორიასთან, რასაც აწი დაწერს.❤️
Skeleton
19 ნოემბერი 2023 13:48
7
ხვიჩა, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროში ბევრი უკეთესი რამაა .... ენფილდი ტყუილა არ მოგეწონა. ლივერპული უბრალოდ საფეხბურთო კლუბი არაა, ოჯახია. თუ იქ გადახვალ (თუ რა თქმა უნდა, მიგიწვევენ), დაუფიქრებლად უნდა გადახვიდე. დარწმუნებული ვარ ძალიან შეგიყვარებენ. ფეხბურთელისათვის კი გულშემატკივრის სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, შენ პირველი არ ამბობ მაგას. ენფილდზე ლამაზი სტადიონები არსებობს, მაგრამ აქ სხვანაირი მუხტია, ჯადოა
ზურა
18 ნოემბერი 2023 23:56
11
ლივერპული, ენფილდი, კლოპი, ხვიჩა
ვანჩოპე
20 ნოემბერი 2023 16:40
4
ატმოსფეროს შესახებ,ალბათ მართალი ხარ,მაგრამ მინდორი,კარგი ხილვადობისათვის მაღლაა აწეული,ნაპირები კი,დახრილი და ამის გამო იყო,ხვიჩამ წელის ტრავმა რომ მიიღო და კაი ხანი დასჭირდა,მკურნალობა.მისი ამპლუიდან და სტილიდან გამომდინარე,ხვიჩას მუჯლუგუნები არასოდეს მოაკლდება და თამაშების ნახევარის ასეთ მინდორზე ჩატარება,მისთვის კარგს არაფერს უნდა მოასწავებდეს.გუნდ ლივერპულს ჩემგან დასაწუნი რა სჭირს,მსოფლიოს დონის გუნდია,მაგრამ ხვიჩას მიერ იქ გადასვლას,ამის გამო,ათასჯერ ავწონ დავწონიდი.
სოსო
20 ნოემბერი 2023 15:02
2
ყველა გამოხმაურება
ტორპედოს ვურჩევდი მაკარიძეს დამატებას უკლუბოდ არის და წადგებოდა კიდევ კაი ხანი მისი გამოცდილება თან თერჯოლიდანა და მისთვისაც მისაღები იქნება ეს წინადადება ესე ვფიქრობ..
სიმართლე
18 ნოემბერი 2023 15:00
1
მშვენიერი მეკარე ჰყავს ტორპედოს, გამოცდილი და მაკარიძეზე უკეთესი...
ვენეციის კომისია
18 ნოემბერი 2023 18:36
9
იმის შემდეგ რაც სპალეტი წავიდა,ხვიჩიას ინგლისი და კარგი მწვრთნელი ჭირდება.კლოპიიი!
ლუკა
02 იანვარი 2024 12:46
5
იპოლიტე ხვიჩიაზე ამბობ?
რაჟდენი
02 იანვარი 2024 20:59
3
ხვიჩამ თავისი სათქმელი მოედანზე თქვას და დაანებოს ამ ტელევიზობანას თავი და აზრების ფრქვევას!!!
ჯობია
02 იანვარი 2024 13:03
45
რატომ? მე და ბევრს ძალიან გვაინტერესებს ფეხბურთელის აზრები და პოზიციები. სწრაფი სირბილის გარდა კიდევ თუ რამ შეუძლია. პიროვნებაა თუ მომართული რობოტია. ფეხბურთელი თუ პიროვნება არ არის ის, ვერც ფეხბურთს ითამაშებს კარგად, რადგან ფეხბურთში მთავარი აზროვნებაა და მერე სწრაფი სირბილი.
ჟორა გაბრიჭიძე
02 იანვარი 2024 20:45
3
ხვიჩა, შენი მასხარა კი არ არის, შენს დაკრულზე იცეკვოს.
ჯობია-ს!
08 იანვარი 2024 23:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული