"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
ვეთანხმები რომ სააკაშვილი გიჟია, ის რაც ციხეებში ხდებოდა, მხოლოდ გიჟი ხელისუფლის და მისი დამქაშების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო, სწორედ მისი დამქაშების "როლი" არ უნდა დაკნინდეს, რომ არა ისინი, ეს არაადამიანური რეჟიმი 9წელს ვერ გაძლებდა
12345
30 იანვარი 2024 14:47
20
კალაძის ძმაკაცი შეუძლებელია წესიერი კაცი იყოს. დემეტრაძე საკუთარი გუნდის წაგებაზე მაზავდა ტოტოში და ეს მაშინ, როცა თვითონ უნდა ეთამაშა მეორე დღეს იმ მატჩში (მაგალითად დანიასთან, როცა 10000%-იანი მომენტი გააფუჭა თანაბარ ანგარიშზე). ასეა ეს!
ელიასი
31 იანვარი 2024 12:12
11
ნამდვილად ასე იყო.ახლაც არ ასვენებს ქვეყანას.ადამიანობისა და ვაჟკაცობის არა სცხია რა!
ვაჰმე
30 იანვარი 2024 14:18
34
ეხლაც არ ასვენებს რას ნიშნავს?
მთავრობას პესნიების გაათმაგება უნდა და ეგ არ უზლევს ხო საშუალებას ციხიდან? :)
თუ ლარი ბენზინის ტარიფიდან ისევ მაგას მიაქვს? :)

მაკლედ ეგ რო არ გყავდეთ ვის შეახოცავდით ხელს :)
las
30 იანვარი 2024 14:52
16
გონს ნოდით მიშას გაკრიტიკებას თავი დაანებეთ უდანაშაულები ციხეში არ არსებობონ.რა გინდოდა იმ ადგილას სადაც დაგაკავეს .მიშამ საზრვარი გადმოკვეთა და დააკავეს შენ რატომ იმარტლებ ტავს არ გიცნობ მაგრამ ცოდვაას ნუ იტყვი ღმერთი გადაგიხდის
ნათელა
31 იანვარი 2024 15:29
34
ეგ ყველამ ვიცით მაგრამ შენს ძმაკაცს შეახსენე ეგ არის მთავრობაში სასტუმროში რომ ჰყავთ
თაზო .....
30 იანვარი 2024 18:40
17
მაგის ძმაკაცებს კი უნდათ ციხეშიო გადაათრიონ ის აფერისტი მაგრამ იმის დასავლელი მფარველების ეშინიათ !
zura222
30 იანვარი 2024 19:04
20
გინდ ლიბერალების მხრიდან მიუდექით გინდ ანტილიბერალების მხრიდან სააკაშვილს გადაცდომები კი არ ქონდა და დაამყარა ტრუხილიოსებრი შემდგარი დიქტატურა რა არ იყო ასე? უბრალო ლავაშის მცხობელით დაწყებული ღვაწლმოსილი პროფესორით დამთავრებული ყველას ეშინოდა საქართველოს ქუჩებში შეღამებისას გადაადგილება და არა იმიტო რომ მას ვინმე შარახვეტია არამზადა გაძარცვავდა არამედ საკუთარი პოლიციის რომელსაც ძალიან ბანალური მიზეზით შეიძლება დაეკავებინე განყოფილებაში სიკვდილამდე ეცემე და შემდეგ "შეთითხნილი" ბრალდებით თვალისაუხამხამებლად გაეშვი ციხეში. ეს ახასიათებს რეპრესიული დიქტატის მქონე რეჟიმებს. რომლებიც ატერორებენ საკუთარ მოსახლეობას და ვის რაში ჭირდება ისეთი ეკონომიკური ზრდა (ჯერ ისიც ძალიან მიზერული იყო) როცა აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანს თავისუფლად გადაადგილების შიშით გაცხოვრებდა სახელმწიფო. და რა საკვირველია მიშა ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი დ მოქადაგე იყო. ნუ ეხა დემეტრაძეც რომ მამა აბრამის ბატკანი არ იყო ეს თბილისში ბევრმა იცოდა მაგრამ ის კრიმინალი და მოძალადე არანაირად არ იყო. მაშინ კი სრულებით არ იყო საჭირო კრიმინალი ყოფილიყავი რომ ერთ მშვენიერ დღეს ციხის კლეტკებში ამოგეყო თავი და იქ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა შენთავზე გეწვნია. გამორიცხულია ბუნებაში არ არსებობს ასეთი რეკორდი და არანაირად არ შეიძლება 4 მილიონიან ქვეყანას 40 000 პატიმარი ყავდეს ანუ რა გამოდის ქვეყნის ყოველი მეათე ადამიანი კრიმინალია ? ეს თუ ასეა ეს კატასტროფაა მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ ეს ჭეშმარიტება არ იყო და ესეთი საზარელი/საგანგაშო სტატისტიკა რომელსაც ვერსად გაექცევა მიშა მისი ბრძანების ბრალია იყო ნულოვანი ტოლერანტობა არანაირი პირობითი სასჯელი ყველანი ციხეშიო რომ დასჭექა. და საწყალ პურის და ძეხვის ქურდს და ბანკის მძარცველს რო ერთნაირ სასჯელს უსჯიდნენ. თან "ყურით მოთრეული თემებით" მინიმუმ 12 000 ადამიანი იხდიდა სასჯელს რომლებსაც კრიმინალთან ბუნებაში არ ქონიათ შეხება არამედ ისინი პირდაპირ თუ ირიბად "თვალში" მოხვდა მაშინდელ მთავრობას და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომაც "დაიმსახურეს" მათ სასჯელი.
Helados
30 იანვარი 2024 15:37
17
ბევრი რამე, სამწუხარო სიმართლეა,
მაგრამ
აი, ღამე სიარულთან "ვერაა" სიმართლე: პოლიციასთან დაკავშირებით და ა.შ. "კაკ რაზ" ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა სააკაშვილის დროს ...
არა და
30 იანვარი 2024 16:02
5
ეს რა მათემატიკაა? ყოველი მეათე კი არა, ყოველი მეასე.
მუსხელიშვილი
30 იანვარი 2024 20:40
0
მორჩი რა მართლა, რა პირობებიც იყო მიშამდე ის პირობები იყო მიშას დროსაც. შევარდნაძის დროს უკეთესი პირობები იყოო და ნაცების დროს გაფუჭდაო - ნუ აბოლებთ აქ ხალხს. ხო, ვიღაცეები ამ დროს ვეღარ იყვნენ გაბლატავებულები ციხეში, "ციხე ქურდებისაა" ეგ აღარ იყო, თორემ ჩვეულებრივი პატიმრისათვის უარესობისკენ ნამდვილად არც არაფერი იყო შეცვლილი.
დემეტრაძე რომელი პოლიტიკური ფიგურა მყავს, მაგისთვის რომ დაეჭირათ. გამომივიდა აქ პოლიტპატიმარი. მაზავშჩიკ-პოლიტპატიმარი)))). თანაც მიშას 70 პროცენტი ვერ იტანს თურმე. დაუთვლია ბიჭს))) რუსებს კი გული ნამდვილად მოფხანა და სიმპატია დაიმსახურა, მაგათ ხომ მაგრად ეკაიფებათ ქართველების მხრიდან სააკაშვილის ლანძღვა. თუმცა არც სხვა ქარტული ხელისუფლების ლანძღვა ქართველის მხრიდან გულს არ ტკენთ, რბილად რომ ვთქვათ.
კაი ერთი
01 თებერვალი 2024 13:15
10
მიშა, რო ჯალათია, სადისტი, მკვლელი ფაქტია! იმ ჩახოცილი ბიჭების მშობლებს კითხეთ თუ ვინაა სააკაშვილი და მერე ისე დაიცავით ეგ ჯალათი. უდანაშაულო, ია მეტრეველის შვილი ისე ჩაცხრილეს, რო თითიც არ აუტოკდათ, რისთვის, რატომ? უბრალოდ ასე მოუნდათ მიშისტებს "თამაში". ვინც დაიცავთ მიშას და იცავთ ამ ბიჭების მკვლელობაში თანამოზიარენი ხდებით, ამის გეშინოდეთ! მიშას ადგილი ვივამედიის ლუქსში კი არა, როგორც ყველა პატიმარი, ეგეც უნდა იჯდეს ციხეში!
მიშას დამცველებს.
30 იანვარი 2024 18:36
28
ქოცმა იმედა კახიანმა სტალინის დროს დახვრეტილები და გადასახლებულები Დროის უკუღმართობას დააბრალა და მასე მიშისტიც დააბრალებს დროს. Შევარდნაძის მერე ბარდაგი იყო და ძლიერი ხელი იყო საჭიროო. Რავიცი იმედა კახიანმა ასე გაამართლა სტალინი.
გარᲑაჩოვი წამოაყენაა
30 იანვარი 2024 18:59
6
ვაზაგაშვილი და ის მეორე (ხუბულავა თუ რაღაცა ეგეთი გვარი ქონდა) რატომ მოკლეს ? თურმე "ვიღაცის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ"-ო და თუ დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ შუა ქუჩაში რატომ დაუშინეს ასთასი ტყვია და მოქალაქეებიც საფრთხეში ჩააყენეს @ (კარგად ჩანს მარშუტკა რომ მოდის იმ ტყვიებში) ჩასაფრება რატომ არ მოუწყვეს იქ სადაც მიდიოდნენ ? და როგორც ყველა ქვეყანა აკეთებს ! არა მანდ სულ სხვა რაღაცა იყო--უფროსი ვაზაგაშვილი ბიზნესმენი იყო და რომ მოსთხოვეს სხვებივით დაეთმო ბიზნესი იმან უარი უთხრა და ერთერთი ბობოლა ნაცი რომელზეც უნდა გადაეფორმებინა თავისი ბიზნესი დაემუქრა--რაც მოგივა შენ თავს დააბრალეო და აი მოუვიდა ! და ეხლა ნაც საქონლებს რომ კითხო დემოკრატიის ოაზისი ყოფილა ის 9 წელი @@
zura222
30 იანვარი 2024 18:55
22
ყველა გამოხმაურება
შენც ასათიანივით შუპუტინსკის "ფანი" ხარ?!:დ
!!
30 იანვარი 2024 17:42
14
შენ შეიკრიბა ამდენი მიშისტი?!! მარა ერთი კაცი რამდენიმე კომენტარს წერს ალბათ და თავის თავს ულაიქებენ, მაგარი შეკრული სასტავია)) აბა ესენი წერენ კვარას მოძულე კომენტებს აქ როგორც ჩანს ნაპოლის ყველა თამაშის მერე
ტრამპი
30 იანვარი 2024 23:57
55
იცი რა მიკვირს? ტრამპი ვაით სუპრემასისტია და მაგის ინაუგურაციაზე მაგ მექსიკური მზეგადაკრული და შავთმიანი სახით მიდიხარ ? გაგიჟდება კაცი :D
Silver xerxes
31 იანვარი 2024 03:21
4
სიმართლესთან, რეალობასთან ეტყობა მწყრალად ხარ. ბევრი არასწორედ იქნა გასამართლებული, არა იმიტომ რომ მართლები იყვნენ, ადამიანური მიდგომის დეფიციტი იყო და იმიტომ, თორემ ახლაც ბევრი ციხეს თუ არა მინიმუმ ,, ალიყურს" იმსახურებს.
გუსანი
31 იანვარი 2024 11:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული