"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
ეს მოძველბიჭო არარაობა ....
ვაჟა
30 იანვარი 2024 15:34
20
აფსუს? რა სახელს აფუჭებ?!
ვაჟას
30 იანვარი 2024 16:15
10
ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა - სააკაშვილი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს ეზიზღება!
მადონა
30 იანვარი 2024 14:40
48
დემეტრაძე როგორც ვიცი ქურთია და მიდრეკილია Შავი გაგებისკენ და ყომარბაზობისკენ.თან ტყუილი სისხლში აქვს. Მახსოვს სოსიედადში რომ თამაშობდა რუსებს მისცა ინტერვიუ-ბასკები იგივე ქართველებია, ერთმანეთში რომ ლაპარაკობენ ბასკურად ყველაფერი მესმისო :) დასკვნები თქვენზეა.
Ძედ ხასანი
30 იანვარი 2024 15:41
34
ნაცო! მიკვირს "რუსი" რო არ დაუძახე. სიმართლის მთქმელს ყველას ხო რუს ეძახით?
ხასანას
30 იანვარი 2024 16:13
27
ჯერ იმდენი შეგნება უნდა გქონდეს, რომ, მტერს უყვები და შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, როგორიც არუნდა ყოფილიყო, ტლიკინებ, არაკაცულია, არახარ შენ კარგი კაცი არცერთ მხარეს არახარ მისაღები
giga
31 იანვარი 2024 10:30
9
აი ყოჩაღ!!მოროშკინა შენით ამაყობს!!!!
გრუზინი
30 იანვარი 2024 23:35
11
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა"!!!
ოტია იოსელიანი
30 იანვარი 2024 19:29
7
ეს რაც "Ფეხბურთელი" იყო იმაზე მეტი არც ადამიანობიᲗ აᲦმოᲩნდა
დინამოელი
31 იანვარი 2024 09:34
13
ერთმანეთზე უარესები ხართ ქოცებიც და ნაცებიც!!!.მე ერთი ვიცი რუსეთი ჩვენი დაუძინებელი და საუკუნოვანი მტერია,აი ამის თქმის ვაჟკაცობა კი არ გაქვთ, შენ და შენნაირ რუსეთუმე სპორტსმენებს.აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!!!
საქართველო უპირველესად
30 იანვარი 2024 23:42
13
დემეტრაძე სასწრაფოდ პარლამენტში ან რომელიმე სამინისტროში (სულერთია რომელში) მინისტრის მოადგილედ მაინც!
ქოციკო
30 იანვარი 2024 14:57
22
არა ბოჭო შენ დანით რაზბორკებზე და თავნებზე ირბინე და თავზე გადაი…., სააკაშვილი კი მოგეფერება
ტტტტ
30 იანვარი 2024 22:49
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული