"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
სააკაშვილი ჟალათია, მარა შენ რომ ტიპებს ფულს აწერდი ქურდების სახელით ესეც ვნახეთ ფარულ ჩანაწერში, ასე რომ სუ.
სოსო
30 იანვარი 2024 16:38
8
როგორ უყვართ დედა რუსეთი!!
!!!
30 იანვარი 2024 16:06
9
ქართველების ხოცვაც და ქართული მიწების მიტაცებაც კარგად გამოსდით რუსებს,რა უნდა ელაპარაკო შენნაირ პირღია ვითომ ქართელებს,რა იყო კარგად იშოვე ფულები რუსეთში და სისხლიც გამოგიცვალეს??!!
ზურას
30 იანვარი 2024 17:09
7
დედა რუსეთის გაზი გნებავთ არა? ვითომ პატრიოტო! პროტესტის ნიშნად რატომ არ თიშავ გაზსს სახლში? ელენე ხოშტარიასი რა ხარ? ჰა რუსულ რუბლებს ხომ არ გაძლევს? ხო მაგაზე, ჩუ არა?
!!!-ს
30 იანვარი 2024 16:42
19
ყველა გამოხმაურება
რა უცოდველი კრავი ყოფილხარ, საწყალი!
ზალიკო
31 იანვარი 2024 08:43
4
უდანაშაულო აბა, მამა აბრამის ბატკანი იყავი, ღირსი იყავი და დაგიჭირა, რაო, იმას იტყვის დამნაშავე ვარო,ა? სულ პლანით და ნარკოტიკებით იყავი გაბრუებული და სხვასაც წამლავდი, 6 კი არა, რატომ 12 წელი არ მოგისაჯეს, ამ მთავრობას რა ვუთხარი შენ რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მოგანიჭა და ადრე გამოგიშვა!
ზალიკო
31 იანვარი 2024 08:37
5
მოსკოვს ცრემლების არ სჯერა!!
სამაჩაბლოელი
31 იანვარი 2024 00:13
10
ამ საიტზეც ბლომად ყოფილხაღთ სააკაშვილის მეხოტბეები, მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე გადადის, ესენი კიდევ წარსულში არიან ჩარჩენილები და ისევ იმ გიჟს უწმენდავენ ერთ ადგილს.
მამუკა
30 იანვარი 2024 23:55
45
დემეტრაძე!!მერამდენეთ შესჩივლე და გული მოიფხანე ტერორისტ რუსებთან??!!არ გაგიგია,რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა??!!
**
01 თებერვალი 2024 21:45
6
ქართველზე შემეტენე ერი არ არსებობს!!!! ჩვენ მოსისხლე მტერსაც კი შეგვიძლია მაგრად შევეტენოთ!!!
..
31 იანვარი 2024 17:20
5
"ზიგიერთი ქარყველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"!!!!
ოტია იოსელიანი
31 იანვარი 2024 21:30
2
რომელ მოსისხლეს გულისხმობ?! თურქეთს, ირანს, არაბეთს, თუ გარეჯს მოპოტინებულ, ჰერეთ საინგილოს წამღებ აზერებს?! ა არცერთს ხო, ალბათ 100 ათასი ქართველი რომ დახოცეს მეტეხის ხიდზე იმ რუსებს?! გაუნათლებლობაა საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება, შენისთანა ზომბიკები რომ წარმოშვა ნაც მთავრობის პერიოდმა!
ლადო
31 იანვარი 2024 18:41
18
ყველა გამოხმაურება
რამსები აგრევია ქურთო
ქურდი
30 იანვარი 2024 21:44
16
"სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ."
რატომ? შნირი იყავი?
ვატო
30 იანვარი 2024 17:32
16
მე მომკლეს, ბაბუ.
ტაბუ
31 იანვარი 2024 12:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული