ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტრაბზონსპორის" ახალ მთავარ მწვრთნელ შენოლ გიუნეშს შოთა არველაძის კლუბში ხილვა სურდა და ამასთან დაკავშირებით ქართველთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა.

როგორც "ტრაბზონსპორის" პრეზიდენტმა ერტურგულ დოღანმა განაცხადა, ქართველ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

"შოთასთან შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. გიდასტურებთ, რომ გიუნეშს არველაძის გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთან ვაწარმოებთ, მომდევნო დღეებში ყველაფერი გაირკვევა", - ციტირებს დოღანის სიტყვებს haber61.net-ი.

შეგახსენებთ, შოთა "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა, არველაძე ამ კლუბის ღირსებას 1993/1997 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 94
მატჩში 61 გოლი გაიტანა.

alt"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

alt"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
აჩი წაიყვანონ…
Zaza
14:18 12-09-2024
3
წარმატებები შოთას!!!
tngh
18:51 12-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული