კვიპროსი - საქართველო | ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე მატჩს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ლარნაკაში გამართავს.

ირის ანტმანის გუნდი კვიპროსში 24 თებერვალს ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ აეკ-ის სტადიონზე გამართა.

ერთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა დაამარცხა, კვიპროსმა კი, მალტას სძლია.

კვიპროსი - საქართველოს მატჩი 25 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი),
მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ანდორასთან, კვიპროსთან და მალტასთან ერთად მეორე ჯგუფში ასპარეზობს. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული