18:14 02-12-2017
დინო ჰამზიჩმა მოიგერია და... საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია! [VIDEO]
AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ქუთაიისის "ტორპედოს" შეხვდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში დაწინაურება ტორპედოელებს შეეძლოთ, თუმცა გიორგი კუხიანიძემ პენალტი ვერ გაიტანა - მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
გუნდებმა გოლის გატანა, ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. რის შემდეგ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რომელმაც ასევე ვერ გამოვლინა გამარჯვებული.
საბოლოოდ შეხვედრაში პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც "ჩიხურამ" 4:3 მოიგო და საქართველოს თასს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ გიორგი კუხიანიძეს დარტყმული დინო ჰამზიჩმა მოიგერია. კუხიანიძემ შეხვედრაში უკვე მეორე პენალტი ვერ გაიტანა. დინო ჰამზიჩმა კი საკუთარ გუნდს თასი მოუპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩხერლები ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას.
პენალტების სერია
გიორგი განუგრავა +, ბაჩანა ცხადაძე -, დიმიტრი ტატანაშვილი +, თორნიკე გორგიაშვილი +, გიორგი გაბედავა +
ლევან კუტალია -, ვაჟა ტაბატაძე +, შოთა ბაბუნაშვილი +, როინ კვასხვაძე +, გიორგი კუხიანიძე -
ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი, 5. ბაქარ მირცხულავა, 6. პაპუნა ფონიავა (73 ირაკლი ლექვთაძე), 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 29. დენის დობროვოლსკი (კ), 39. თორნიკე გორგიაშვილი
ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 10. გიორგი კუხიანიძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 18. ვლადიმირ კორობკა (82 მათე კვირკვია), 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დიდი იმედი მაქვს მომავალ წლებში ყველა ტიტულს ავიღებთ
0
0
წელს ჩემპიონი დინამო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ფიფიას უგუნურობამ დააკარგვინა ტიტული. ტორპედო უფრო სხვა გუნდების ხარჯზე გახდა ჩემპიონი და საბურთალოს ხომ ძეგლი უნდა აუგოს ქალაქის შესასვლელთან. და რა მოიგო ამით საბურთალომ, არც არაფერი.
4
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული