Geo Team: გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს - ფეხბურთელი ხვალ უკვე შვეიცარიაში იქნება

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას "ბაზელში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
გუშინ "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
კი მარა გეოგრაფიის გამოცდაზე რო იყო და სტუდენტი გახდეს მერე რა ხდება ხვალ თუ მიფრინავს ?
ნოდო
23 ივლისი 2023 21:30
1
ჯერ ერთი ეს ჯეო თიმი რა სასტავია ყველაფრის ექსკლუზივი რო აქვთ მერე მეორე რაის ბაზელი ერთ ერთი დაბალი ლიგაა ევროპაში და მესამე ხვიჩას გამო ქარტველებს საქართველოში უფრო აკვირდებიან არ მგონია ეგ სკაუტები შვეივარიაშიც გაიჩითონ
ნოდო
23 ივლისი 2023 21:10
11
რა უნდა დარჩენილიყო . აქ დინამოში სათადარიგოზე იჯდა და იქ უფრო ითამაშებს ვიდრე დინამოში
ტოტტი
23 ივლისი 2023 21:10
7
აქ ვერ გაიზრდება სამწუხაროდ და უნდა წასულიყო. მაშინ მაღალი დონის ჩემპიონატი უნდა გვქონდეს, დაახლოებით უკრაინის მსგავსი, რომ ცოტა შორს გავიდეს დინამო ევროტურნირზე და შემდეგ დაედოს ფასი, მაგრამ სამწუხარო რეალობის წინაშე რომ ვდგებით თითქმის ყოველ სეზონში ესაა!
სამაგიეროდ ბაზელში თუ ათამაშდა (ღმერთმა ქნას და წარმატებები მას!) შვეიცარიელები გაცილებით დიდ ფასში გაყიდიან. ჩვენ კი დაბალი დონის ჩემპიონატის გადამკიდე ვეღარ გავყიდით.
დაახლოებით ასეა, ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ მაინც, ჟიგული რომ იყიდო, ახალი კი ღირს ნახმარი ფირმა მანქანის ფასი, მაგრამ ერთ ან ორ წელიწადში 500 დოლარად ვერ მოიშორებ. ანუ აქ, ჩვენს ჩემპიონატში ვერ გაიზრდება 19 წლიდან. მანამდე კი, ინგლისი და იტალია დაგვიმარცხებია, მაგრამ 19 წლიდან ვეღარ ვითარდებიან ჩვენი ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში, რადგან სხვა სიმაღლე სჭირდება, მაღალი დონის პრაქტიკა...
ლაშა
23 ივლისი 2023 21:09
3
ჯერ აქ გამოეჩინა თავი სტაბილურად,ერთი,ორი წელი ეთამაშა მაღალ დონეზე და დაუდგებოდა მართლაც რიგი ძლიერი გუნდებისა.არ არიან ასეთ ასაკში გასაშვები ჩვენი ბიჭები,არა,მრავალ სერიოზულ ფაქტორთა გამო...
კოტე
23 ივლისი 2023 20:42
4
აქ ვისთან გამოეჩინა თავი,შუქურა და თელავთან?
კასპსკი
23 ივლისი 2023 23:13
3
ვის დაუდგა რიგი ამას რო დაუდგეს?! ურალი როსტოვების რიგიი? წავიდა მშვენიერ გუნდში აიმაღლებს კვალიფიკაციას და რიგი მერე ექნება შვეიცარიიდან
giorgi
23 ივლისი 2023 21:34
2
რა ქვია ახლა ამას? ახალგაზრდას ყველაფერი კარგი მინდა ვუსურვო,მაგრამ რა უბედურებაა ეს თავქუდმოგლეჯილი გაქცევები.რა,ერთი ან ტუნდაც ორი წელი მშობლიურ დინამოში რომ ითამაშოს,ევროთასებზეც დაეხმაროს,უფრო გაძლიერდეს,მეტი ფასიც დაედოს,განა არა სჯობს?!ძალიან,ძალიან არ მომწონს პირადად მე,ასეთი ,არ მინდა ვთქვა,სიხარბე,მაგრამ ამასთან ძალზედ ახლოს მდგომი,უაზრო,ჩვენ გულშემატკივართა გულსატკენი,გაუმართლებელი გადაწყვეტილება(ჩაკვეტაძის მაგალითი მაინც არა გვქონდეს,ამ მართლაც უკიდეგანოდ ნიჭიერი ბიჭისა...)
მინდია
23 ივლისი 2023 20:34
5
არუნდათ კარტოფილი მარტო ფეხბურთელები კიარ გარბიან. იჯახებით ტოვებს ხალხი ამ ქვეყანას რატოომ?
beqa
23 ივლისი 2023 21:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული