"ბარსელონა" 30-35 მილიონ ევროს იხდის - ლევანდოვსკის თაობაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება

AutoSharing Option
"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე პირველ შეთავაზებას სულ მალე გააკეთებს.

Sky Sport Deutschland-ის თქმით, კატალონიური კლუბი მოლაპარაკების საწყის ეტაპზე მზადაა თანხა 30-35 მილიონი ევროს ფარგლებში გადაიხადოს, თუმცა "რეკორდმაისტერს" მეტი სურს.

დიდი შანსია, რომ პოლონელმა მიუნხენური გრანდი 2023 წელს დატოვოს, რადგან თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი უფროსობას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

Kicker-ზე დაყრდნობით, "ბაიერნი" რობერტს 40 მილიონად გაყიდის. შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან ერთად ამ სეზონში ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა და თავი 47 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"ბარსელონა" მზადაა ლევანდოვსკის

სანაცვლოდ "ბაიერნს" დესტი და კონკრეტული თანხა შესთავაზოს


მკითხველის კომენტარები / 1 /
არავითარი ლევანდოვსკი. სუარესი და მითუმეტეს ლეო მესი "გაუშვეს" და ეს ვინ ჩემი დიპლიპიტოა? დააბრუნეთ ლეო!!!!!!!!!!
1

სიახლეები პოპულარული