რონალდოს "იუნაიტედთან" კონტრაქტის გაწყვეტა სურს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს.

ორშაბათს პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისური გუნდის წარმომადგენლებსა და მთავარ მწვრთნელს შეხვდა, თუმცა სიტუაცია სასიკეთოდ არ შეცვლილა.

როგორც Daily Mail-ი ირწმუნება, რონალდომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში გადასვლა სურს. საპასუხოდ, მეორე მხარის პოზიცია ურყევია, მანჩესტერელებს კრიშტიანოს გაშვება არ სურთ, თანაც არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სოციალურ ქსელში ბევრი იწერება მადრიდის "ატლეტიკოში" ან "ნაპოლიში"ტრანსფერზე.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული