იკერ კასილასი: როდესაც უკან ვიხედები, სიამაყეს ვგრძნობ

AutoSharing Option
"პორტოს" მეკარე იკერ კასილასი "ლივერპულის" ფანებმა მატჩის შემდეგ ოვაციებით გააცილეს. ლეგენდარული ესპანელი მეკარისთვის შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო შეხვედრა იყო.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ იკერმა თქვა:

"თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, ეს ღამე ცუდად ნამდვილად არ გამახსენდება, რადგან ფანტასტიკურ სტადიონზე ვითამაშეთ.

არავინ იცის, მომავალში რა იქნება. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, "პორტოსთან" ერთად პრიმეირა ლიგა მოვიგო, რადგან ეს კლუბი ამას იმსახურებს.

როდესაც უკან ვიხედები, სიამაყეს ვგრძნობ. მე ყველაფერი მოვიგე და ფანტასტიკური ფანების წინაშე ვასპარეზობდი. მინდა, "ლივერპულის" ყველა გულშემატკივარს მადლობა
გადავუხადო, ვინც მე ოვაციებით დამაჯილდოვა", - განაცხადა კასილასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული