12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა და პლეი-ოფის მე-16 მონაწილეც გაირკვა.
F ჯგუფში "შახტარმა" ვერ მოახერხა კიევში "ლიონის" დამარცხება (1:1) და პლეი-ოფში ფრანგული გუნდი მეორე ადგილიდან გავიდა. დონეცკური გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ პირველი ტაიმი ითამაშა. "შახტარი" ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. ჯგუფში კი პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტიმ" დაიკავა.
ასე და ამგვარად, ცნობილი გახდა პლეი-ოფის თექვსმეტივე მონაწილე:
"დორტმუნდი", "ატლეტიკო, "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ლივერპული", პსჟ, "პორტუ", "შალკე", "ბაიერნი", "აიაქსი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი",
"რომა", "იუვენტუსი" და "მანჩესტერი" და "ლიონი".
კენჭისყრა 17 დეკემბერს ჩატარდება.
ევროპა ლიგაზე ითამაშებენ: "ბრიუგე", "ნაპოლი", "ინტერი", "გალათასარაი", "ბენფიკა", "შახტარი", "პლზენი" და "ვალენსია".
E ჯგუფი
ამსტერდამი. "იოჰან კრუიფ არენა". 53 288 მაყურებელი
აიაქსი - ბაიერნი 3:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (13), 1:1 ტადიჩი (61), ტადიჩი (82, პენ), ლევანდოვსკი (87, პენ), 2:3 კომანი (90), ტალიაფიკო (90+5)
გაძევება: ვოებერი (67, აიაქსი), მიულერი (75, ბაიერნი)
ლისაბონი. "და ლუზი". 45 000 მაყურებელი
ბენფიკა - აეკი 1:0
გოლი: 1:0 გრიმალდო (88)
გაძევება: გალანაპულოსი (87, აეკი)
F ჯგუფი
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 50 541 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (16, პენ), 1:1 სანე (45), 2:1 სანე (61)
კიევი. "ოლიმპიისკი". 38 916 მაყურებელი
შახტარი - ლიონი 1:1
გოლები: 1:0 მორაესი (22), 1:1 ფეკირი (65)
H ჯგუფი
ვალენსია. "მესტალია". 36 544 მაყურებელი
ვალენსია - მანჩესტერი 2:1
გოლები: 1:0 სოლერი (17), 2:0 ჯონსი (47, საკ. კარში), 2:1 რეშფორდი (87)
ბერნი. "ვანკდორფი". 30 114 მაყურებელი
იანგ ბოიზი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 ოარო (30, პენ), 2:0 ოარო (68), 2:1 დიბალა (80)